მთავარი » კულტურა, საზოგადოება

დიმიტრი ყიფიანის ხსნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.08.2019 | 1,707 ნახვა

ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრის, დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღეს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი მის შესახებ დაცული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის.

დიმიტრი ყიფიანი ყიფიანი 1814 წელს დაიბადა. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864-მდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1864-1870 წლებში თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქის თავი.

იგი მონაწილეობდა წერა-კითხვის გამავრცელების საზოგადოების დაარსებაში და გარკვეული პერიოდის მანძილზე ხელმძღვანელობდა მას.

1886 წელს დიმიტრი ყიფიანმა საპროტესტო წერილი გაუგზავნა საქართველოს ეგზარქოს პავლეს, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობის გამო ქართველი ერი დაწყევლა. ყიფიანი თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით, მძინარე მოკლეს.

ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის პროცესი დემონსტრაციაში გადაიზარდა. იგი დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ სამშობლოსათვის წამებული დიმიტრი ყიფიანი წმიდანად შერაცხა.

ეროვნული არქივი ინახავს 1932 წლის შეთქმულების მონაწილეობისათვის დიმიტრი ყიფიანის გასამართლების საქმეებს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების დაფუძნების შესახებ მის მიმოწერას, ამავე საზოგადოების სხდომის ოქმებს, რომელსაც დიმიტრი ყიფიანი ხელმძღვანელობდა.

ეროვნულ საარქივო ფონდშია დიმიტრი ყიფიანის წერილი ეგზარხოს პავლესადმი და რუსული მთავრობის რეაქცია ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მისი სტავროპოლში გადასახლების შესახებ და სხვ.

ეროვნულ არქივში დაცულია, აგრეთვე, შექსპირის “ვენეციელი ვაჭარის” დიმიტრი ყიფიანისეული თარგმანი, ავტოგრაფი.

ცნობილია, რომ დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის შემდეგ აკაკი წერეთელმა მას ლექსი “განთიადი” უძღვნა. ფონოარქივი ინახავს ამ ლექსის ფოტოჩანაწერს, წაკითხულს თავად აკაკი წერეთლის მიერ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.