მთავარი » საზოგადოება

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.02.2022 102 კომენტარი | 179,421 ნახვა

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

წითელი არმია რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.

1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს.

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.

25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.

25 თებერვალი, 1921წ.

თოვდა და თბილის ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

კოლაუ ნადირაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

102 კომენტარი »

  • ქიტო says:

    ვგიჟდები ამ ლექსზე ……ძალიან მიყვარს

  • mari says:

    auu dzaann magari leqsiiaa da dzann magari shenaarsii aqvsss saqartvelos mimartt :D :) :*

  • irakli says:

    კარგი დღეა 25 თებერვალი. სტალინი, ორჯონიკიძე…. გენია, სიახლე, წინააღმდეგობა ხალხი სამშობლო, ბრძოლა, დაპირისპირება, კაპიტალიზმის კრახი. იგლოვეთ ეს დღე ბურჟუებო, მალე გაზაფხული მოვა. 25 თებერვალი გაზაფხულის დასაწყისია….

  • tiko says:

    dzalian didi madloba am istoriis damwers radgan dzalian gamomadga

    • ქარტველი ერი ქარტული სული გვცადია ვიცამოტ, ქარტველებო არ დაგვავიცყდეს რომ უპირველესად სამსჰობლო უნდა დავიცვათ ამიტო გაგვაჩინა უპალმა რომ სამსჰობლოს ვემსახუროთ

  • irakli says:

    რა ისტორიზე ლაპარაკობთ???????? ეს სიყალბეა. თუ სოციალისტები ხალხის მტრები იყვნენ როგორც დღეს ისე გაძვირდებოდა ყოველღიური მოხმარების საგნები,

  • irakli says:

    რა ქარტველი , რის ქარტველი?????????? ყველაზე დიდი ქართველი ბერია იყო დავით აღმაშენებელი და ბერია ერთია. არა ბერია უფრო დიდია

  • irakli says:

    ქართველებო გილოცავთ 25 თებერვალს. თავისუფლების დღეს!!!!!!!!!!!!

  • irakli says:

    აკაკი ძმაო შენ როგორ ნაცივით მსჯელობ?! რა ვქნათ, კიდევ ომი გამოუცხადოთ რუსეთს?

  • მარიამ cxadaia says:

    ratom ar ufiqrdebit am nashroms?
    aq agcerilia is sulieri tkivili romelic rusetma saqartvelos miayena tqven ra dagavicydat 8 agvisto sul tyuilubralod ramdeni adamiani sheecira am oms ramdeni tkivili mogvayenes magram isic ar daivicyot rom chven zalian patara qveyana gvaqvs romelsac didi istoria udevs sapuzvlad . tqven bichebs tqveni simartlis dasamtkiceblad dedaze iginebit da es vajkacoba ggoniat.ar gcamt upali ar giyvart samshoblo amis shemdeg dadgwbit da ambobt qartvelebi varto.es ar aris qartveloba es silachrea.saqartvelo chveni taobis cyalobit upskrulisaken miemarteba da roca amas mixvdebit ukve gviani iqneba gamopxizldit sanam droa!

  • მარიამ cxadaia says:

    is xalxi romelic garboda iunkerebs rom mishveleboda xom gadavrchebodit amdeni xnis monobas?magram saqmec imashia rom qartvelebi ara varat isini vinc viyavit

  • მარიამ cxadaia says:

    simarle yoveltvis ara ris tkbili
    :::::::

  • gio says:

    va va va va leqss ki nu uyurebt shinaarss dakvirdit shinaarss
    :(

  • mariam cxadaia says:

    sheizleba 13 clis var magram ukve bevr rame vxvdebi(sabednierod)

  • barbare says:

    exla maqvs es programa gasavleli da dzalian damexmara temis dawerashi,dzalian kargiaaaaaaaaaa bevr rameshi gamoviyeneb.

  • irakli says:

    25 თებერვალი გათენდება ხვალ!
    თებერვალო საქართველოს გაზაფხული ხარ!

    ბურჯუებო და კაპიტალისტებო მაინც განადგურდებით. ჩვენ 99% ვართ!

  • nini says:

    es leqsi xvalistvis maqvs saswavliiii ise dzaan magari leqsia
    (D)(D)(D)(D)(D)(D)(D)

  • nina says:

    თოვდა და თბილის ებურა თალხი,

    დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

    ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,

    საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –

    ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

    მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,

    ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

    არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

    თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

    დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

    დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

    მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

    ეფინებოდა გმირების გვამებს –

    განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

    და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

    თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

    დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

    იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,

    სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

    სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

    მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

    სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

    თოვს დაეფარა კრწანისის ველი, –

    წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

    თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

    შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

    თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

    დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

  • nina says:

    რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

    მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

    23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.

    1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

    კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს.

    2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.

    25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.

  • nina says:

    სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფელ ერთაწმინდას კი – საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა).
    სააკაძეთა გვარი მკრთალად ჩანს ისტორიულ წყაროებში. ყველაზე ადრეული წინაპარი – ჯანზურაბ სააკაძე, იხსენიება თამარ მეფის დროს, XII საუკუნის მიწურულს. შემდგომ – დონა სააკაძე, ბაგრატ V თანამებრძოლი (1386 წლის 21 ნოემბერს, თემურლენგის შემოსევის ჟამს, თბილისის დაცემისას მეფესთან ერთად წაუყვანია ტყვედ თემურლენგს). შემდეგ გიორგი სააკაძე, იხსენიება 1547 წლის საბუთში პატრონად. ივანე ჯავახიშვილის აზრით, პატრონად მხოლოდ მსხვილი ფეოდალები იწოდებოდა. გიორგის ოთხი ვაჟი ჰყოლია: ზეშთაელი, სიაუში, ზურაბი და ივანე. ამათგან სიაუშია გიორგი სააკაძის მამა, დედა – თამარი (ბარათაშვილის ქალი).[საჭიროებს წყაროს მითითებას]
    სააკაძეთა გაძლიერება მეფისადმი ერთგულების გზით ხორციელდება. გიორგი სააკაძის მამა სიაუში, ბიძები – ზეშთაელი, ზურაბი და ივანე დაახლოებულნი არიან სამეფო კართან და თავდადებით ემსახურებიან სიმონ I დიდს. გივი ჯამბურიას ცნობით: “1569-1578 წლებში სიმონის მეუღლე, დედოფალი ნესტან-დარეჯანი ,,ერთგულსა ყმასა და თავდადებით ნამსახურ სააკაძეს გიორგის შვილს ზეშთაელს” წყალობად აძლევს ქალაქ გორში ერთ კომლ ვაჭარს თავისი მამულით.’’
    ამ ზეშთაელის ერთ-ერთი ძმა, გიორგი სააკაძის ბიძა სახლთუხუცესია ქართლის მეფის კარზე, თანაც ხანგრძლივად 1590-1607 წლებში, სახლთუხუცესობა კი დიდ თანამდებობად ითვლებოდა

  • nina says:

    გიორგი სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606 გიორგი X-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩინდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე.წ. “ბატონყმური რიგის” დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის “მოკიდებული კაცნი” (სააკაძის დასი ან “პარტია”) ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც.

    ”გიორგი სააკაძის უცნობი პორტრეტი”
    სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. დიდი ფეოდალი, არაგვის ერისთავი ნუგზარი თავისთავად შეიქმნა მეფის ერთგული, რადგან გიორგის სიმამრი იყო. შესუსტდა ფეოდალთა ანარქია. სააკაძემ ყურადღება მიაქცია ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო.
    სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო 1608-1612 წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და (1611), სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება ტაშისკარის ბრძოლაში (1609)

  • nina says:

    1609 წლის ივნისში ქართლში ოსმალთა დიდი არმია შემოიჭრა, ქართული წყაროები მათ ,,თათარხანის ჯარს’’ და ,,მგლის ტყაოსნებს’’ უწოდებენ. ჯარი სათარეშოდ იყო შემოსული და როგორც ჩანს, მტერმა იცოდა მეფის ადგილსამყოფელი. მათი მიზანი იყო ხელთ ეგდოთ ქართლის მეფე ლუარსაბი, რომელიც ცხირეთში იმყოფებოდა და გაეპარტახებინათ უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა. მტერს მეგზური დასჭირდა – კველთაში ერთი მღვდელი დაიჭირა და მეგზურობა უბრძანა. ბერი თევდორე უმამაცესი გმირი აღმოჩნდა. მას მყარად ჰქონდა გააზრებული თუ რას ნიშნავდა მეფის დატყვევება, გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხსნა ლუარსაბი და სულ სხვა გზით წაიყვანა ოსმალები, გოსტიბიდან ერთაწმინდის გავლით სოფელ ქვენადრისაკენ. მტერი დიდი მანძილით დაშორდა ცხირეთს. როდესაც ოსმალები მიუხვდნენ თევდორე ბერს ტყუილს წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.
    ცხირეთში მდგარ მეფეს სულ რამდენიმე კაციღა ახლდა. სიტუაცია გადამწყვეტ მოქმედებას ითხოვდა და სააკაძეს შეეძლო ვითარების სასიკეთოდ შემობრუნება. ,,მაშინ მოახსენა მოურავმან მეფესა, ვითარმედ: ,,ნუ აჩქარდებითო და ვნახოთ ღმერთმა რა მოახდინოსო’’, რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი სარდალი, ჭკვიანი და გონიერი.’’– ბერი ეგნატაშვილი. სააკაძის რჩევით მეფე ცხირეთში გამაგრდა, თვითონ კი ახლომახლო სოფლებში, უპირველესად კავთისხევში შეკრიბა სახელდახელოდ ორასი კაცი, ყოველმხრივ აფრინა შიკრიკები ჯარის მოსახმობად, ირანის გარნიზონიც დაიბარა თბილისიდან, ხოლო თვითონ ზაზა ციციშვილთან ერთად ამ ორასი კაცით ეკვეთა მტერს სხერტის ჭალაში. გააფთრებული ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. მტერი მტკვრისაკენ უკუიქცა. თურქების მოზრდილი ჯარი ქართველების ,,გულსრული’’ სარდლის წყალობით მწარედ დამარცხდა. ზაზა ციციშვილმა ერთ ფაშას თავიც კი მოჰკვეთა, როგორც ჩანს, სააკაძის მიერ წარმოებული ბრძოლის ორგანიზაცია სწორედ მტრის დაბნევა-დათრგუნვას ითვალისწინებდა.მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტერი ქართლში იდგა, შუაგულში და გორისაკენ ჰქონდა გეზი აღებული. ერთი მხრივ, მტრის დევნა დაისახა მიზნად სააკაძემ, მეორე მხრივ, გზავნის შიკრიკებს და მოუწოდებს მოლაშქრეებს.
    მეფე ლუარსაბ და მოურავი გიორგი სააკაძე სოფელ ახალდაბასთან მივიდნენ, მოითათბირეს და გადაწყვიტეს თურქების დევნა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირით კი აღარ განეგრძოთ, არამედ ფონით მეორე მხარეზე გადასულიყვნენ, შემოევლოთ მტრისათვის და შეერთებოდნენ შიდა ქართლიდან მომავალ ჯარებს, მტკიცედ დამდგარიყვნენ სურამთან და ამგვარად ჩაეკეტათ მტრისათვის ბორჯომის მთავარი გასასვლელი – თურქეთში მიმავალი ერთადერთი გზა – პლატონ იოსელიანი.
    მტერი ტაშისკარის ბოლოს გავიდა. ახლა საჭირო გახდა, მტკვრის გადალახვა, რათა გზა მოეჭრა ოსმალთათვის, მტკვრის გადალახვა წარმატებით დასრულდა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ, რომლებიც მოვიდნენ ყველა კუთხიდან სააკაძის დამსახურებით. ლუარსაბ მეფე მთლიანად ენდობოდა მოურავს. თათბირზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ ,,მაშინ განზრახითა მოურავისათა შემოუსხნეს მეთოფენი თხრილსა და თვით ცხენოსანნი მივიდნენ განთიად მინდორსა ზედა, ეკვეთნენ ფიცხდლად და იქმნა ბრძოლა ძლიერი’’
    ,,ამ ომსა შინა მხნედ გამოჩნდნენ მეფე ლუარსაბ და უმეტეს მოურავი. მისცათ ღმერთმან ძლევა და მოსწყვიტენ ურიცხვი და ივლტვოდნენ თათარნი, რამეთუ მოსაკიდელთა დედანიცა მესამე დღემდე გამოიყვანდნენ ტყიდან თათართა, განაშიშვლიან და განუტევიან’’ – ვახუშტი ბაგრატიონი.

  • nina says:

    სააკაძესა და მის მომხრეებს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელსაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ფეოდალური კლასის შიგნით, მის რეაქციულ და პროგრესულ ფრთას შორის ბრძოლაში სააკაძე პროგრესული საქმის მეთაურად გამოდიოდა. მის შესახებ არსებული სხვადასხვა აზრი ამ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური დასის შეხედულებებს გამოხატავს. მას საფუძვლად კლასობრივი თვალსაზრისი უდევს. სააკაძის მოწინააღმდეგებმა შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის საწინააღმდეგო შეთქმულების მოწყობა. ლუარსაბ მეფე შეუშინდა თავადებს და სააკაძე დასაღუპავად გაიმეტა, თანხმობა მისცა დედოფლის გაშვებაზე.
    რაკი სააკაძის მოშორება გადაწყდა, შუა გზაზე გაჩერება შეუძლებელი იყო. გიორგი არ იყო უმწეო კაცი, რომ დაეყენებინათ და თავის მამულში ჩაეკეტათ. თავადების ასეთი უკომპრომისობა ადვილი ასახსნელია, მათ იციან, რომ „სააკაძე კაცი დიდად კარგი“ არის, მაგრამ თავიანთი დიდგვაროვანთა ინსტიტუტი ყველა კარგ კაცს და მთელ ქვეყანას ურჩევნიათ. შეადგინეს სამოქმედო გეგმა და გადაწყვიტეს სააკაძე წავკისს მოეწვიათ მეფესთან სანადიროთ, იმ ღამეს თავს დასხმოდნენ და მოეკლათ.
    წავკისში სააკაძე მხოლოდ ერთი მხლებლის ამარა მივიდა. დიდ მოურავს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ მისი დამსახურების კაცს სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, მითუმეტეს მეფისაგან არ მოელის ღალატს. ის სრულიად დამშვიდებული მოვიდა სიძესთან, ღვინო დალია, თავის კარავში შევიდა, რათა დაისვენოს და დილით ნადირობას შეუდგეს. 1620 წლის მაისი, მეფე გაეცალა ასპარეზს თუმცა, ბააკა ხერხეულიძემ შეძლო და მოახერხა ამ საშინელი საქმის აღსრულებამდე სააკაძის გაფრთხილება.
    „დაასკუნეს რა საქმე ესე, არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იხსნა მეფე ლუარსაბ უბრალო კაცის სიკვდილისაგან და სისხლთაგან. და მივიდა მოურავთანა ფარეშთუხუცესი ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე“ – ბერი ეგნატაშვილი.
    ბააკა ხერხეულიძემ სასწორზე შეაგდო თავისი სიცოცხლე ამ საქციელით. ბერი ეგნატიშვილი წერს რომ „დააჭრეს ცხვირ-პირი.“ ცხადია, თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ არავინ ჩააგდებს ქვეყნისა და მეფის მოღალატის გამო, არავინ დაისჯის ასე თავს, მაგრამ მან დანამდვილებით იცის, რომ სააკაძე არა ქვეყნის მოღალატეა, არამედ ქვეყნისა და მეფის მხსნელია. ბააკა ხერხეულიძემ მოურავის ფასი იცოდა და სწორედ იმ რწმენით გაწირა თავი, რომ ქვეყნის სამაგალითო მამულიშვილს იხსნიდა. ახლა ჯერი სააკაძეზე მიდგა, მას რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად უნდა ემოქმედა. მოურავი ახალუხის ამარა გავარდა გარეთ, მხოლოდ ხმლის აღება მოასწრო, მოახტა პირველსავე შემხვედრ ცხენს და დიდი სისწრაფით გავარდა ეზოდან.
    სააკაძის კეთილშობილური ბუნება და მამობრივი გრძნობები გამოიკვეთა იმ დროს, როდესაც ის წავკისიდან არა პირდაპირ ირანისაკენ, არამედ ჯერ ნოსტეში გაიქცა თავისი ცოლ-შვილის გადასარჩენად. მათ ექვსიოდე მსახური წამოეწიათ, ცხენებიც იშოვეს. ისინი იძულებულნი გახდნენ გამობრუნებულიყვნენ და გიორგის სიმამრის ნუგზარ ერისთავის სამფლობელომდე მიეღწიათ. გიორგიმ თავისი ოჯახითურთ იგივე გზა გამოიარა, რაც წინა ღამეს, სულ ტყე-ტყე იარეს, შეუსვენებლივ, ტანისამოსი შემოეგლიჯათ, ფეხისგულები დაუსისხლიანდათ და მცხეთის ახლოს ტყეში დადგნენ, რადგან გაზაფხული წყალდიდობის გამო მდინარე მტკვარი კალაპოტში ვერ ეტეოდა და მისი გადალახვა რთული იყო. მცხეთის ხიდის დასაზვერავად გაგზავნილმა მსახურმა კარგი ამბავი ვერ მოიტანა. ხიდს იცავდა სამოცი კაცი და ფხიზლად იყვნენ, გაიძახოდნენ დიდ მოურავსა და მის მხლებლებს შევიპყრობთო. გიორგი განრისხდა და გადაწყვიტა იერიშით აეღო ხიდი, მცველები დაეხოცა და ისე გადასულიყო მეორე მხარეს, მაგრამ გიორგი მსახურებმა არ გაუშვეს – ხმაურზე სხვებიც არ შემოუერთდნენ ხიდის მცველებს და საქმე არ დავიღუპოთო. სხვა გზა არ დარჩა, მოურავმა „გადასწერა ყველას პირჯვარი და პირველმა გადაუშვა ცხენი მდინარე მტკვარში მეორე ნაპირზე გასაცურავად. მას მიჰყვა მისი ცოლი და ყველა მხლებელი. ხიდის მცველებმა ვერ შეამჩნიეს მოურავი და მისი ოჯახი, რომელნიც მცხეთის ტაძრისაკენ გაეშურნენ მადლობის უფალი მაცხოვრისთვის შესაწირავად. ბედნიერი, მშვიდობიანი გზის სამადლობლად ოჯახმა ტაძარს 60 მარჩილად ღირებული ოქროს თასი შესწირა.“ – პლატონ იოსელიანი.
    სოფელ მისაქციელთან გიორგი სააკაძეს სიმამრი შეეგება. არაგვის მოხუცი ერისთავისათვის განსაცდელი უცხო ხილი არ ყოფილა, მაგრამ საყვარელი ასულისა და სიძის ასეთ მდგომარეობაში ნახვამ ის აღაშფოთა.
    დევნილებმა მოისვენეს ანანურში. საფრთხე უკვე ჩავლილი იყო, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც. რჩებოდა ორი გზა: ან ბრძოლა უნდა გაემართათ ლუარსაბთან, ან საქართველოდან გადახვეწილიყო გიორგი სააკაძე. ნუგზარი იმ დროისათვის ძლიერი ერისთავია. სამეფოს მთავარი ლაშქარი მისი სამფლობელოებიდან გამოდის. სააკაძეს ქართლში ბევრი მომხრეები ჰყავდა. მას შეეძლო ეს ხალხი შეეკრიბა და ლუარსაბზე გაელაშქრა, სამაგიერო მიეზღო, რადგან შეურაცხჰყვეს და სასიკვდილოდ გასწირეს, მაგრამ სააკაძემ მაინც გაცლა არჩია.
    სააკაძემ ბოლოს ირანში შაჰის კარზე წასვლა გადაწყვიტა. 1612 წლამდე შაჰის კარზე მანამდეც ყოფილა, სიმონ მეფესაც ახლდა თურქეთში.
    დიდი მოურავი მივიდა ირანი საზღვრებამდე. მან აღჯაყალას ციხეში ცოლ-შვილი დატოვა, თვითონ კი ნუგზარ ერისთავთან ერთად შაჰს ეახლა. შაჰი სიხარულით შეეგება ლტოლვილებს. სააკაძეს მარტოოდენ თავშესაფარის პოვნა როდი აინტერესებდა, იგი თავისი მიზნების აღსრულებისათვის გამოსადეგ გზებს ეძებდა.
    რაკი სააკაძე ირანში წავიდა, მათი მოწინააღმდეგეთათვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ ის ახლო მომავალში თუ არა ოდესმე დიდი განსაცდელი მოელოდათ მათ მიერ განწირული დიდი მოურავისაგან. გიორგის მტრები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ სააკაძე შაჰის ძალებს გამოიყენებდა მათ ასალაგმავად, ამიტომ სხვა გზა უკან დასახევი არ რჩებოდათ, ხალხი უნდა დაეწმუნებინათ მოურავის მოღალატეობაში და ბოლომდე გაეტეხათ სახელი მისთვის.
    1619 შაჰ-აბას I-მა სააკაძე დანიშნა ქართლის ხანის სიმონ II-ის ვექილად (რწმუნებული). საქართველოში ჩამოსვლისთანავე იგი შეუდგა აჯანყებისათვის მზადებას. შეურიგდა თავის ყოფილ მტრებს – ფარსადან ციციშვილს, ქაიხოსრო ჯავახიშვილს; “ერთგულების ფიცის წიგნები” მიიღო მროველი ეპისკოპოსის დომენტისა და ბარძიმ ამილახვრისაგან; დაუკავშირდა იმერთა მეფეს გიორგი III-ს და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა; დაუმოყვრდა ოსმალთა დიდმოხელეს, სამცხის ათაბაგთა ჩამომავალს ფარად-ფაშას, რომელსაც შეეძლო აჯანყების შემთხვევაში სააკაძე ოსმალეთის მთავრობასთან დაეკავშირებინა დახმარების მიღების მიზნით; შეაკეთეს ციხეები, ხიდები და გზები, აშენებდნენ სოფლებსა და სხვა. მოსალოდნელი აჯანყების თავიდან ასაცილებლად შაჰ-აბას I-მა 1625 ადრიან გაზაფხულზე დიდი არმია გამოგზავნა საქართველოში ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მისი მიზანი იყო კახელების მთლიანად გაწყვეტა და ქართველთა ირანში გადასახლება. სააკაძის მიერ გაწეულმა დიდმა სამზადისმა განაპირობა აჯანყების წარმატება. 1625 წლის 25 მარტს აჯანყებულებმა სააკაძის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაწყვიტეს მტრის მთავარი ძალები სოფ. მარტყოფთან. აჯანყების გამარჯვების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს თეიმურაზ I. მარაბდის ბრძოლაში (1625) ქართველთა დამარცხების შემდეგ სააკაძე მთელი ზაფხულის განმავლობაში განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში ქსნის ხეობაში სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ირანელთა 12 ათასიანი ლაშქარი გაანადგურეს. ქართლ-კახეთის 1625 აჯანყების დროს სპარსელებმა საქართველოში სულ დაახლოებით 60 ათასამდე მოლაშქრე დაკარგეს, რაც მთელი სპარსეთის სამხედრო ძალების ნახევარს შეადგენდა. შაჰ-აბას I ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი აეღო თავისი მიზნების განხორციელებაზე. ქართველებმა კი დიდი მსხვერპლის ფასად გაიმარჯვეს და შეინარჩუნეს ფიზიკური არსებობა. თუმცა მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რასაც მოჰყვა ბაზალეთის ბრძოლა (1626). გამარჯვების შემთხვევაში სააკაძე აპირებდა ქართლ-კახეთის ტახტზე იმერეთის მეფის მემკვიდრის, ალექსანდრეს, დასმას, რასაც უნდა მოჰყოლოდა სამი სამეფოს (ქართლი, კახეთი, იმერეთი) ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ამ ბრძოლაში სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც კონიის ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. სააკაძე ოსმალეთის მხარეზე იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ.
    სააკაძის მიზანი იყო ოსმალთა დახმარებით სპარსეთის დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება. მას შემდეგ, ოსმალთაგან იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშის ბრძანებით, სააკაძე, მისი ვაჟი ავთანდილი და 40-მდე მხლებელი შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. განმანთავისუფლებელმა ბრძოლამ სააკაძის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ფიზიკური განადგურებისაგან

  • nina says:

    მარიამ (მაყო) მაყაშვილი (დ. 25 აგვისტო, 1902, — გ. 20 თებერვალი, 1921[1]), მოწყალების და; დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან.
    მარო მაყაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები.

  • nina says:

    ფარნავაზი — იბერიის პირველი მეფე. ძვ. წ. IV–III საუკუნეებში. მას ტრადიციისამებრ უკავშირებენ ქართული დამწერლობის შექმნას. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.
    ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ. წ. 329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანეს[საჭიროებს წყაროს მითითებას] და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფ ალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა.[საჭიროებს წყაროს მითითებას] დაახლ. ძვ. წ. 320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაყო საქართველო სამთავროებად (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის, კახეთის და ქართლის სასპასპეტო); ჩაატარა რელიგიური რეფორმა (არმაზის კერპის აღმართვა) და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ფარნავაზსვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნაც. ფარნავაზმა 65 წელი იმეფა და დაახლ. ძვ. წ. 264 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე საურმაგი.
    ფარნავაზი იყო ქართლის მეფე, რომელმაც შექმნა ერთიანი სამეფო, დაამკვიდრა ქართული ანბანი, დააარსა ქალაქი მცხეთა, საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანთა დინასტიას და სხვ. იგი იყო ქართლის მამასახლისის, სამარას ძმისწული, მამით ქართლოსიანი, დედით – სპარსელი. ფარნავაზის მეფობის თარიღის ზუსტი განსაზღვრა ძნელია. სამეფო ტახტი მას ძველი წელთაღრიცხვის III საუკნის 90–80–იან წლებში უნდა დაეკავებინა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]ძვ. წ. 334 წელს მცირე აზიაში ალექსანდრე მაკედონელის კარგად ორგანიზებული არმია გამოჩნდა. „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელმა ქართლში ციხე–ქალაქები დაიკავა და თავად ნასტაკისში გამაგრდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ კი აღნიშნავს, რომ ალექსანდრეს თან ახლდა აზო, არიან ქართლის მეფის ძე. ალექსანდრემ მას უბოძა სატახტო ქალაქი მცხეთა და სამეფოს საზღვრად ჰერეთი და ეგრისის წყალნი დაადგინა. ბერძენთა ლაშქრით გულმოცემულმა აზომ მოკლა ქართლის მამასახლისი სამარა[საჭიროებს წყაროს მითითებას], ხოლო მისი ძმისწული ფარნავაზი დედამ კავკასიის მთებში გადამალა. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელს სინამდვილეში ქართლი არ დაულაშქრავს, მაგრამ მისი მხარდაჭერით კავკასია ერთ–ერთი ქართველური გაერთიანების [საჭიროებს წყაროს მითითებას], არიან–ქართლის ხელმძღვანელმა, აზონმა მართლაც დალაშქრა და მას შემდეგ, რაც ციხე–ქალაქი სარკინე აიღო, ქართველური მოდგმის გაერთიანებებს შორის ქიშპობა დასრულდა. ქართლში მაკედონელთა მიერ აღზევებულმა აზონმა ხელთ იგდო ძალაუფლება, ცალკეულ წარჩინებულთა მიმართ უმკაცრესი ღონისძიებები გაატარა და მმართველობის ახალი ფორმები შემოიღო. აზონის ხელისუფლებას ასი ათასი კაცი იცავდა.
    აზონს დაუპირისპირდა მცხეთელი წარჩინებული ფარნავაზი თავისი მომხრეებით. ამ დაპირისპირებას აზონის ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ფარნავაზმა დიღმის ტყეში ნადირობისას განძი იპოვა. ამ განძს დებთან ერთად ხუთი ღამე ფარულად ეზიდებოდა და საიმედო ადგილზე შეინახა. ნაპოვნი განძით იგი აზონთან ბრძოლისათვის მოემზადა: აღჭურვა ლაშქარი და დაიქირავა ჩრდილოკავკასიელი მთიელები, თუმცა ძალები მაინც არათანაბარი იყო, ამიტომ ფარნავაზი დაუკავშირდა დასავლეთ საქართველოს მმართველს ქუჯის და მათ ერთობლივად შეუტიეს აზონს. ბრძოლა რამდენიმე ეტაპად წარიმართა. ბოლოს, დამარცხებულმა აზონმა კლარჯეთში, მდ. ჭოროხისა და მტკვრის სათავეებისკენ[საჭიროებს წყაროს მითითებას] დაიხია და იქ თავის სამემკვიდრეო მამულში[საჭიროებს წყაროს მითითებას] გამაგრდა. „ქართლის ცხოვრებაში“ აღნიშნულია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ქალაქ არტაანთან. ფარნავაზმა სძლია აზოს, რომელიც ბრძოლის დროს დაიღუპა.
    გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – საერისთავოებად. ერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო. მათ რიცხვში შედიოდა ეგრისიც, რომელსაც ქუჯი განაგებდა. სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია – შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.
    ქუჯის, ნიშნად იმ დიდი დამსახურებისა, რომელიც მას მიუძღოდა ფარნავაზის წინაშე და ალბათ, ეგრისის მტკიცედ შემოერთების მიზნითაც, ქართლის მეფე ფარნავაზმა ცოლად მიათხოვა თავისი და. მეორე და ოვსთა ხელმწიფემ ითხოვა, თავად კი ცოლად ჩრდილოკავკასიელი (დურძუკი) ქალი მოიყვანა.
    ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი: „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა, ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები – გაცი და გაიმი.
    XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ფარნავაზს მიაწერს ქართული ანბანის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: „ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი: ქართულ, სომხურ, ებრაულ, ბერძნულ, ხაზარულ და ასურულ ენებზე. ფარნავაზმა ააგო არმაზის ციხე და მცხეთას გალავანი შემოარტყა. გამეფდა 27 წლის ასაკში და მეფობდა 65 წლის მანძილზე. მემატიანე შემდეგი სიტყვებით აღწერს მის მოღვაწეობას: „მეფობდა ნებიერ, და ყოველნი დღენი მისნი რაი დაჯდა, მშვიდობით დაყვნა და აღაშენა და განავსო ქართლი… იყო განსვენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა…მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზის კერპისა.“ ფარნავაზის სიკვდილის შემდეგ ქართლში სამეფო დინასტია მისმა შვილმა საურმაგმა გააგრძელა.

  • nina says:

    თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 – გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი“[საჭიროებს წყაროს მითითებას].
    1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
    თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[2][3] ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.[4][5][6] თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

  • nina says:

    გიორგი III XII საუკუნის 50-იან წლებში ოსთა მეფის, ხუდდანის ასულ ბურდუხანზე დაქორწინდა. ამ ქორწინებას გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს ბასილი ეზოსმოძღვარი[7].
    1160 წელს გიორგი III-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე I-ის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიც ხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი და მამიდასთან იზრდებოდნენ.
    ორბელთა შეთქმულების შემდეგ მეფე გიორგიმ „შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა … მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა … და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა“[8]. ეს მოხდა 1179 წელს. მეფემ დიდიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზე.[9] ამის შემდეგ, სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დაახლოებით ამავე ხანებში გარდაიცვალა ბურდუხან დედოფალი.
    მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის ხანაში, 1179 წელს საგანგებო საკანონმდებლო კრება მოუწვევიათ, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში გახშირებული პარვისა და ყაჩაღობის მოსპობა იყო. კრებამ ამ დანაშაულის ჩამდენთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმა — ჩამოხრჩობა დააწესა.[9][10][11][12]
    1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III. თბილისში ისნის ციხეში მყოფ თამარს მამის გარდაცვალება შეატყობინეს. პატრიარქმა და დიდებულებმა სამშვილდეში მყოფ რუსუდანს ამცნეს ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს. გიორგი III მცხეთაში დაკრძალეს და იმავე წელს გადაასვენეს საქართველოს მეფეთა საძვალეში –გელათში.
    გიორგი III-ს მიერ დიდებულებზე მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ ქვეყნის ცენტრალიზებას შეუწყო ხელი. დიდგვაროვანთა უფლებების აღდგენისთვის ხელსაყრელი დრო სწორედ მეფის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამეფდა, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს.
    სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ფეოდალთა პროტესტს სამეფო კარის ჯერ კიდევ გიორგი მესამისეული პოლიტიკის წინააღმდეგ[13][14]. ეს პროტესტი თანდათანობით კიდევ უფრო გამძაფრდა. ფეოდალებმა, „იმიერთა და ამიერთა“, ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს აღარ დაემორჩილებოდნენ. ასეთებად მიიჩნიეს ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. სამეფო კარი დათმობაზე წავიდა და ეს მოხელეები თანამდებობებიდან გადააყენა. ამის შემდეგ ფეოდალებს შორის ამ თანამდებობების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა დაიწყო.

  • nina says:

    დიდგვაროვანთა პროტესტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, რომელსაც ბევრი თანამოაზრე ჰყავდა, თამარს ახალი მოთხოვნები წაუყენა. მისი მოთხოვნებით ისანში ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, ე. წ. „კარავი“ უნდა დაარსებულიყო.
    ისანში მდებარეობდა მეფის სასახლე და საქართველოს სამეფოს უმაღლესი ინსტიტუტი – სახელმწიფო დარბაზი. დარბაზის მოწვევა მხოლოდ მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული, ამჯერად კი ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა, რომ სასახლის გვერდით კარავი ყოფილიყო დადგმული. ამ კარავში, მეფისგან დამოუკიდებლად და მეფის დაუსწრებლად, სახელმწიფო მართვა-გამგეობასა და უზენაეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საქმეები უნდა განხილულიყო. ყუთლუ-არსლანის დასის გეგმით, მეფეს კანონმდებლობითი უფლება უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ ინსტიტუტს გადასცემოდა, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ფუქციები დარჩებოდა. ყუთლუ-არსლანის მოწინააღმდეგეებმა თამარ მეფეს ამ დასის ხელმძღვანელის შეპყრობა ურჩიეს . თამარის მრჩევლებს ეგონათ, რომ ყუთლუს დაჭერა ამბოხებულთა მოძრაობას ჩაახშობდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
    აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, ორი გამოჩენილი მანდილოსანი მიაგზავნა. შეთანხმება ურთიერთდათმობით გახდა შესაძლებელი. „კარავის“ დაარსების იდეა უარყოფილი იქნა, თუმცა, ამის სანაცვლოდ, თამარ მეფემ დარბაზის უფლებები გაზარდა.
    ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის დაშოშმინების შემდეგ, საქართველოს მეფემ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თამარის ბრძანებით მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა და ვაზირის თანამდებობა ანტონმა მიიღო. ამირსპასალარად დაინიშნა სარგის ჯაყელი.[15]
    მიუხედავად ამისა, დიდგვაროვანი ფეოდალები მნიშვნელოვან ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებდნენ. ისინი აქტიურად ერეოდნენ თამარის პირად ცხოვრებაშიც. ეს ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედოფლის ქორწინების საკითხი დადგა. დიდგვაროვნები თამარის საქმროდ მათთვის მისაღებ კანდიდატურას ეძებდნენ. ასეთად მათ იური ბოგოლიუბსკი (გიორგი რუსი) მიიჩნიეს. თუმცა, ზოგი დიდებული თამარის იური ანდრეის ძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო; ისინი თამარს ურჩევდნენ, კავშირი ბიზანტიის მმართველებთან დაემყარებინა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
    უფლისწული იური როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი იყო. ანდრეის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. იური სამთავროდან გააძევეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა[16]. სწორედ იქ მოხდა ქართველი დიდებულების დაკავშირება მასთან. წყაროების მიხედვით, საქართველოს მეფე ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ გადმოგვცემს თამარის პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე:

    „კაცნო, ვითარ ღირს არს შეუტყობელი ეს ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკიეთე, განა სიდრკუე მისი.[17]“
    მიუხედვად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედგა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას მემთვრალეობაში, მამათმავლობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს [18][19][20]. თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან ექსორიაქმნის (გაძევების) შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“[21]. საქართველოდან განდევნილმა იური ბოგოლიუბსკიმ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. წყაროთა ცნობით, ეს ფაქტი ქორწინებიდან ორი-ორნახევარი წლის შემდეგ მომხდარა.[22][23]
    იური დარბაზის გადაწყვეტილებას არ შეეგუა და 1191 წელს აჯანყება დაიწყო. იგი თავისი მხარდამჭერი რაზმით საქართველოში ერზრუმის გზით შემოვიდა. აჯანყებას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი, მათგან აღსანიშნავია: გუზანი – კლარჯეთისა და შავშეთის მმართველი, ბოცო – სამცხის სპასალარი და ვარდან დადიანი — მსახურთუხუცესი. აჯანყებულებმა იური გეგუთში გადაიყვანეს და იქ მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფე თავიდან ამ რთული ვითარების მოგვარებას მოლაპარაკების გზით ცდილობდა, ამ მიზნით მან აჯანყებულებს საგანგებო მოციქულები გაუგზავნა. შეთანხმებას მეამბოხეები არ დათანხმდნენ. თამარის ჯარმა აჯანყებულთა ნაწილი ჯავახეთში, თმოგვსა და ერუშეთის შუა ნაწილში დაამარცხა[24]. როდესაც ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა ჯავახეთის ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ თარგი:სად. გამარჯვებულ სამეფო კარს ამბოხებულთა წინააღმდეგ დიდი სისასტიკე არ გამოუჩენია. იური ანდრეის ძე უვნებელი გაუშვეს, ის კვლავ კონსტანტინოპოლში წავიდა.[25] რაც შეეხება სხვა ამბოხებულებს, არც ისინი დაუსჯიათ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ყველა მათგანს თანამდებობები ჩამოართვეს [26].
    1193 წელს იური ხელმეორედ შემოიჭრა საქართველოში, ამჯერად რანის მხრიდან, მაგრამ კამბეჩოვანში (ძრირითადად, დღევანდელი ქიზიყის ტერიტორია) ბრძოლისას მარცხი განიცადა.

  • nina says:

    გიორგი რუსის გაძევების შემდეგ თამარის ქმრობის მსურველნი კვლავ გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები. მაგრამ ახალი ქორწინების საკითხის გადაწყვეტა უკვე იოლი აღარ იყო – ბევრი კანდიდატი უარით გაისტუმრეს. საქართველოში ჩამოვიდა აღსართან შირვანშაჰი, რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში „რჯულის დაგდების“ მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანს უარი უთხრეს[9].
    რუსუდან დედოფალი თამარის შესაფერის საქმროდ ოსთა უფლისწულს, დავით სოსლანს მიიჩნევდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იყო. ეს შტო მომდინარეობს სრულიად საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლისს ვაჟის დემეტრესგან. დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლების გამო თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გადაიხვეწა[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მხითარ გოშის ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას დავითად იწოდა“.[27]
    თამარი დავით სოსლანთან ქორწინებას დათანხმდა. ამის შემდეგ, დიდებულები რუსუდან დედოფლისა და „გაზრდილი მისი“ დავითის წამოსაყვანად ოსეთში გაემართნენ. ქორწილის მსვლელობას, რომლის გამართვაც დიდუბის სასახლეში („სანახებსა ტფილისისა“) გადაწყდა, რუსუდანი ხელმძღვანელობდა. დღემდე მოღწეულია თამარის ქორწილისათვის მიძღვნილი ხალხური ლექსები[საჭიროებს წყაროს მითითებას].
    ქორწინება 1187 (ან 1189) წელს მოხდა. ამიერიდან, მეფე თამარი და დავით სოსლანი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს შეთანხმებულად განაგებდნენ.

  • nina says:

    თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული ტრაპიზონის იმპერიის შექმნა. ძლიერი საქართველოს სამეფო თავის გავლენას ავრცელებდა სამხრეთით, მათ შორის, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.
    XIII საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის იმპერიაში კომნენოსებისა და ანგელოსების დინასტიებს შორის დიდ შინაპოლიტიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რამაც სახელმწიფო ეკონომიკურად დაასუსტა. 1202 წელს დაიწყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, ლიბო შამპანიელის სარდლობით. 1201 წელს, ლიბოს გარდაცვალების შემდეგ, ლაშქრობას ბონიფაცი მონფერატი ჩაუდგა სათავეში.[37] 1202 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის გეგმა შეიცვალა – ეგვიპტის ნაცვლად ჯვაროსნებს ზადარსა და თრაკიაში უნდა ელაშქრათ.
    იმავდროულად, რომის პაპმა ინოკენტი III-მ გერმანიის მიერ შელახული რომის სტატუსი გაეძლიერებინა გადაწყვიტა და ჯვაროსნებს დასუსტებული კონსტანტინოპოლის აღება უბრძანა. 1203 წლის ივნისში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს ჯვაროსნების ხომალდები მიუახლოვდნენ. 1204 წლის იანვარში ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს. იმავე წელს შეთქმულებმა ისააკ II ანგელოსი საიმპერატორო ტახტიდან ჩამოაგდეს და დააბრმავეს.
    ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით ისარგებლა საქართველოს სამეფო კარმა, საბაბად თარგი:რის ერთი გარემოება იქნა გამოყენებული. ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობით,
    „ მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრის ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ “
    , მეფე თამარს დიდი პატივით მიუღია ისინი.[38] უკან გაბრუნებულ მონაზვნებს, როდესაც მათ კონსტანტინოპოლს მიაღწიეს, ბიზანტიის იმპერატორის, ალექსის კაცები დაუხვდნენ და გაძარცვეს. შეიტყო თუ არა მეფე თამარმა ალექსის საქციელის შესახებ, ბერძენთა მეფის ანგარებითა და მტაცებლობით განრისხებულმა, კეისრის სამაგალითო დასჯა გადასწყვიტა და ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ბიზანტიის იმპერიას. საომარი ოპერაციები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. 1204 წელს ქართველთა ლაშქრის აქტიური საბრძოლო ქმედების შედეგად ქართველებმა ბერძნებს „წარუღეს ლაზი[კ]ა, ტრაპიზონი, ლიმანი, სამისონი, სინოპი, კერ[ა]სუნდი, კოტიორა, ამასტია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოსანი“. თამარმა ამ ტერიტორიებისგან შექმნა სამეფო, რომელსაც სათავეში ბაგრატიონთა ნათესავი ალექსი I კომნენოსი ჩაუყენა:

    „და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა ანდრონიკეს შჳლსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარისსა შემოხვეწილი.“
    ქართველი მემატიანის ზემომოყვანილ ცნობას ბიზანტიელი მემატიანე მიხეილ პანარეტიც ადასტურებს[39]
    ისტორიიდან ცნობილია, რომ ალექსი და მისი ძმა დავითი საქართველოს სამეფო კარზე იზრდებოდნენ[40][41]. 1185 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ანდრონიკე კომნენოსი, რომლის მემკვიდრის მანუელ კომნენოსის მეუღლე გიორგი III-ისა და ბურდუხანის ასული რუსუდანი იყო[42][43] . სავარაუდოდ, იმავე წელს დაიღუპა მანუელიც. რუსუდანი საქართველოში თავის ორ ვაჟთან ერთად დაბრუნდა.
    ჩრდილოეთ კავკასია

    თამარ მეფე. მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია.
    XII საუკუნეში საქართველოს შემადგენლობაში მოექცა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებიც. საქართველოს მეფეები მჭიდრო კავშირს ამყარებდნენ, ჩრდილოეთით მოსახლე ხალხთან. თამარის მეფობის ბოლო წლებში იმიერკავკასიელი მთიელები, საქართველოს მეფის ყმადნაფიცები იყვნენ და საქართველოს კულტურულ გავლენას განიცდიდნენ. ამას მეტყველებს ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩენილი მრავალი ქართული წარწერა.[44]
    მთიელი (ფხოველები და დიდოელები) 1212 წელს თმარს განუდგნენ. ამ მასშტაბური აჯანყების შესახებ ცნობებს იძლევა „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“:

    „ამ ამბების აღწერისას მემატიანე ხაზს უსვამს განდგომილ მთიულთა სარწმუნოებასაც და გვაძლევს მათ მოკლე დახასიათებას: „ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.[45]“
    საქართველოს ხელისუფლებამ მთელი სერიოზულობით შეაფასა მთიელთა გამოსვლა. მეფე თამარმა დამსჯელ ექსპედიციას სათავეში ივანე ათაბაგი ჩაუყენა. სამეფო ხელისუფლებამ აჯანყებულ მთიელთა წინააღმდეგ მეფის მხარეს მყოფი მთიელები გამოიყენა, სამეფო ხელისუფლების ლაშქარს, აჯანყების ჩახშობისთვის სამი თვე დასჭირდა:

    „მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა … მისცა ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ–კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ–კერძო დიდოეთი და ფხოეთი. ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დოდოეთი და ფხოეთი.[45]“
    როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, სწორედ აღნიშნული დროიდან, XIII საუკუნიდან უნდა მომხდარიყო ფხოვის, ფშავისა და ხევსურეთის რეგიონებად განცალკევება.[46]
    ოქროს ხანა

    ეკონომიკა

    მეფე თამარის და დავით სოსლანის სახელით მოჭრილი მონეტები.

    მეფე თამარის სახელით მოჭრილი მონეტა.
    თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი.[47] დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი ტირიფონის ველზე (იხ. ტირიფონის არხი), რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში (იხ. მუხრანის არხი), სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის, მევენახეობის და მეხილეობა-მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.
    მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითარებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება.
    თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები[48]
    თამარის ეპოქის ეკონომიკურ ცხოვრებაში ფული აქტიურ როლს ასრულებდა. თბილისში საუკუნეთა მანძილზე არსებობდა ზარაფხანა. ზარაფხანა იყო აგრეთვე ქუთაისშიც. სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თამარ მეფის დროს მოჭრილი არაერთ მონეტა აღმოუჩენიათ. 1961 წლის შემოდგომაზე სოფელ ნიჩბისში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) აღმოაჩინეს სპილენძის მონეტების განძი (1460 ცალი), რომელიც, ძირითადად, XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართული მონეტებისაგან შედგებოდა. განძში უხვად იყო თამარის დროს მოჭრილი მონეტები. ნიჩბისში აღმოჩენილი მონეტების მცირე ნაწილი ყალბი იყო[საჭიროებს წყაროს მითითებას].

    თამარ მეფის დროშა[49]
    სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა.[50][51] გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა.[52] ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.[53]
    განათლება და კულტურა

    ვანის ოთხთავი
    XII-XIII სს. ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია. ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში.
    ქვეყნის მაღალ განვითარებას განსაზღვრავდა სწავლა-აღზრდის საქმე. თამარის დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა. საქართველოში მრავლად იყო რიტორიკული სკოლები. ქართული მონასტრების ოპიზის, ოშკის, შატბერდის, ბერთის, ხანძთის და სხვა მონასტრებთან არსებობდა სპეციალური შენობები, რომლებიც სკოლებისთვის იყო განკუთვნილი. საქართველოში სასკოლო განათლების დაწესებულების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიური განათლების სისტემის ახლო გაცნობამ. თამარის დროინდელი საქართველოს აკადემიებს სათავეში მოძღვართმოძღვარი ედგა.[54] საქართველოს აკადემიებში, ისევე როგორც იმდროინდელ ბიზანტიის უმაღლეს სასწავლებლებში, ისწავლებოდა მეცნიერების შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია. არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს იმდროინდელ აკადემიებში ისწავლებოდა აგრეთვე მედიცინაც [55], XIII საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში იყო ნათარგმნი „წიგნი სააქიმოჲ“. თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, საქართველოს ჰქონდა თავისი საგანმანათლებლო კერები, საზღვარგარეთაც. მათგან აღსანიშნავია: ივერთა მონასტერი ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე (სირიაში), პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა.
    XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში შეიქმნა შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი ტაძრები, რომლებშიც მკაფიოდ გამოჩნდა ახალი სტილისტიკური ნიშნები. შეიცვალა ტაძრის პროპორციებიც: გუბათის ყელი შენობასთან შედარებით ძალიან აზრდილია. ამ ტიპის ტაძრებია: იკორთა (ქართლში), ბეთანია (ვერეს ხეობაში), ქვათახევი (ქართლში), ფიტარეთი (ქვემო ქართლში), წუღრუღაშენი (ქვემო ქართლში), დმანისის კარიბჭე (ქვემო ქართლში), ერთაწმინდა (ქართლში) და სხვები. ამავე ჯგუფს განეკუთვნება აგურით ნაშენი ორი ტაძარი: ტიმოთისუბანი და ყინწვისი. ერთნავიანი ეკლესიები: ლამაზი საყდარი[56] (ხრამის ხეობაში), მაღლაანთ ეკლესია (შიდა ქართლში), გუდარეხი (ქვემო ქართლში), ლურჯი მონასტერი (თბილისში) და სხვები. ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრა კლდეში გამოკვეთილ სამონასტრო კომპლექსს – ვარძიას. ვარძიის მშენებლობა გიორგი მესამემ დაიწყო და დაასრულა თამარმა. მნიშვნელოვანია აქ არსებული დიდი ეკლესია, რომლის კედლები ფრესკებითაა დამშვენებული. აქ არის გამოსახული გიორგი III-ისა და თამარის პორტრეტები.

    თამარ მეფის პერიოდში აგებული ბესლეთის ხიდი, ქალაქ სოხუმის სიახლოვეს
    თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიო-მღვიმე-სხალტბის წყალსადენი, ბესლეთისა (სოხუმი), დონდალოს (აჭარა) და რკონის (შიდა ქართლი) ხიდები. განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები: ხერთვისი, აწყური, ოქროს ციხე, თმოგვი და სხვები.
    მნიშვნელოვანად განსხვავდება თამარის დროინდელი კედლის მხატვრობა ადრინდელისაგან. ამ პერიოდის საქართველოში ფერწერის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. ერთია ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბებული მონომენტური ძეგლები (ოთხთა ეკლესიის, იშხნის, ხახულის, ოშკის, ტბეთის ფრესკები). მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თამარის პერიოდში დავითგარეჯას მონასტერში შესრულებული ფრესკები. აგრეთვე მნიშვნელოვანია რაჭის სოფელ ზემო კრიხის ეკლესიის მხატვრობა, სადაც სვანეთის ძეგლების მსგავსად, ადგილობრივი ფეოდალების პორტრეტებიცაა.
    აღსანიშნავია თამარის პორტრეტები. ვარძიის ეკლესიაში ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია გამოსახული, მის გვერდით მამამისი, გიორგი III დგას. ბეთანიასა და ყინწვისში თამართან ერთად გიორგი III და ლაშა-გიორგიცაა გამოსახული. ბერთუბნის მონასტრის ფრესკაზე მხოლოდ თამარია (მამის გარეშე) ლაშა-გიორგისთან ერთად.
    XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი.
    გარდაცვალება და დაკრძალვა

    ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, რომდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს.[57] თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს [58][59][60][61]. ზოგი მეცნიერი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად სხვა წელს მიიჩნევს[62][63][64]. დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება. მეფე თამარი გელათში წაასვენეს და იქ დამარხეს. მატიანეები ასე გადმოგვცემენ ამ მოვლენას:
    „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“:
    „და წაიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათსა და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა ძესა თავისსა ლაშას“.[65]
    „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“:
    „აღმოიყარნეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათსა დაამკვიდრეს თავისსა
    შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულ პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.“[66]
    „ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“:
    „მეფესა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნი
    და მეფენი… დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“.[67]

    გელათის მონასტერი, თამარ მეფის საფლავის სავარაუდო ადგილი.
    თამარის გელათში დაკრძალვა სრულიად კანონზომიერი ფაქტი იყო. საქართველოს მეფე დაიკრძალა ქართველ მეფეთა ტრადიციულ საძვალეში. არსებობს მრავალი ლეგენდა თამარის სამარხთან დაკავშირებით. არის ასეთი ლეგენდა,[68] რომლის მიხედვითაც თამარ მეფეს ანდერძად დაუტოვებია, ისე დაეკრძალათ, რომ მისი საფლავი არავის სცოდნოდა. სწორედ ამიტომ, გაუკეთებიათ ექვსი მოოქროვილი კუბო. ერთი ოჯახიდან მოიყვანეს ოთხი ძმა, რომლებმაც თამარის ცხედარი წაასვენეს და საიდუმლოდ დამარხეს. ძმები უკან აღარ დაბრუნებულან. არსებობს ამ თქმულების სხვადასხვა ვარიანტი. სახალხო მთქმელები[69] თამარის დაკრძალვის ადგილად ასახელებენ სვანეთს, რაჭას, სოფ. მურღულს, იალბუზის მთას, გელათს, ვარძიას, მცხეთას და ა.შ.
    ასევე, არსებობს მოსაზრება მეფე თამარის ნეშტის გელათიდან იერუსალიმში გადასვენების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეფის საფლავის მტრებისგან დაცვა ყოფილა. საფუძველი ამგვარ ვარაუდს ფრანგი რაინდის გ. დებუას წერილმა დაუდო. [70][71]
    გენეალოგია

    გიორგი II
    საქართველოს მეფე, 1072–1089

    ელენე

    კვირიკე II
    თაშირ ძორაგეტის მეფე 1048—1089 [72][73]

    დავით IV აღმაშენებელი
    საქართველოს მეფე, 1089–1125

    რუსუდან ბაგრატუნი

    დემეტრე I
    საქართველოს მეფე, 1125–1154

    დავით V
    საქართველოს მეფე, 1154–1155

    გიორგი III
    საქართველოს მეფე, 1155–1184

    ბურდუხანი
    ოსთა მეფის ხუდდანის ასული

    რუსუდანი
    ქართველი დიპლომატი,
    თამარ მეფის აღმზრდელი

    დემნა უფლისწული

    თამარი
    საქართველოს მეფე, 1184–1213

    1. იური ბოგოლიუბსკი
    სუზდალის დიდი მთავრის
    ანდრეი ბოგოლუბსკის ძე
    (იური და თამარი 1188 წელს განქორწინდნენ)

    რუსუდანი[43]
    ბიზანტიელი უფლისწულის, მანუელ კომნენოსის მეუღლე,
    ტრაპიზონის იმპერატრიცა

    2. დავით სოსლანი
    ბაგრატიონთა ოსური შტოს წარმომადგენელი

    გიორგი IV ლაშა
    საქართველოს მეფე, 1213–1223

    რუსუდანი
    საქართველოს მეფე, 1223–1245

    მოღის ედ-დინი
    ერზინჯანის შაჰი
    (ქორწინების შემდეგ მან ქრისტიანობა მიიღო)

    დავით VII ულუ
    საქართველოს მეფე, 1247–1270

    დავით VI ნარინი
    საქართველოს მეფე, 1245–1293

    თამარი (გურჯი-ხათუნი)

    ლიტერატურა

  • nina says:

    442 წელს დაიბადა საქართველოს ტახტის მემკვიდერე ვახტანგ მირდატის ძე. იგი აღსაზრდელად მისცეს სპასპეტს — საურმაგს. 449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე.
    მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამამისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართაც მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. საგდუხტმა სთხოვა ბარზაბოდს, რომ არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საგდუხტი, მაგრამ დიდი საფასურის სანაცვლოდ, მცხეთაში უნდა დამჯდარიყვნენ მოგვები და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული. დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა.
    მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი ქრისტიანი აცდუნა და გაამაზდიანა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდიანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.
    მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპიკოპოსი მობიდან. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და ძალიან მძაფრად წინ აღუდგა ბინქარანს. მაგრამ სპარსული პოლიტიკა მაინც მძლავრობდა მცხეთაში.
    451 წელს ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოვსნი, მოაოხრეს ქართლი, დაეცნენ კასპს და მოიტაცეს ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი. შემდეგ საქართველოს მიწებს თავს ბიზანტიელები დაესხნენ. მანამდე მათ კლარჯეთიც დაიჭირეს, ამჯერად იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები. ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მივიდნენ.

  • nina says:

    458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლის თანავე მოუწოდა ყოველ წარჩინებულ ქართველს და შეკრიბა დარბაზი. ჭაბუკი მეფე დაჯდა ტახტზე, მარჯვნივ დაისვა მთავარსარდალი ჯუანშერი, მარცხნივ კი მღვდელმთავარი მიქაელი.
    ეს ვახტანგის პირველი სახელმწიფო გამოსვლა იყო. ვახტანგი ლაპარაკობდა „ხმითა მაღლითა“, ჭარმაგული სიბრძნით, „ვითარცა აღზრდილი ფილოსოფოსთა თანა“. განსაჯა ქართველთა მდგომარეობა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღზდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასწვრივ უნდა აღიმართონო.
    იმ დღესვე მეფემ პირველი გალაშქრება დანიშნა–ჩრდილოეთისკენ, რომელშიც თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.
    ის წელი საომარ სამზადისში განესრულა. ჯერ მუხნარსა და ხერკს იყრებოდა ქართველთა ლაშქარი, მერე თიანეთს. ოვსთაგანაოხრებულ ბარდავიდანაც ჯარი გამოუგზავნა ერისთავმა ვარაზ-ბაკურმა, ვახტანგის ბიძამ. ბარდაველთა ჯარს სარდლობდა ფარსმან-ფარუხი, უებრო მეომარი.
    ოვსეთში იცოდნენ ქართველთა მეფის საომარი სამზადისი და თვითონაც ემზადებოდნენ მტრის დასახვედრად. ნიჯადად (მაშველად) ხაზართა დიდძალი ლაშქარი შეიერთეს ოვსებმა.
    ვახტანგის ლაშქარში პირველ რიგებში იდგნენ თოროსნები, მათ მოსდევდნენ ქვეოთები, შემდგომ იდგა მსუბუქი კავალერია, რომელიც უნდა დადევნებოდა გაქცეულ მტერს, ბოლოს მოდიოდა მეფის „გვარდია“, რჩეული მხედრობა, რომელსაც თვითონ ვახტანგის სარდლობით, ელვისებური ადგილმონაცვლეობით, იქ გაჩნდებოდა, სადაც უფრო მისჭირდებოდა ძირითად ძალებს.
    შვიდე დღის შემდგომ ლაშქარი გავიდა თიანეთიდან. დარიალი გაიარეს და თერგზე გავიდნენ. მდინარის მეორე ნაპირას უცდიდნენ ოვსნი და ხაზარნი. ხაზართაგან გამოვიდა „ბუმბერაზი“ მხედარი თარხან და ორთა ბრძოლაში გაიწვია ქართველთაგანი. გავიდა ფარსმან-ფარუხი, თუმცა თარხანმა უხეთქა ხმალი და ბარდაველი ცხენიდან თავგაპობილი გადმოვარდა. მეორე დღეს მან კვლავ მოითხოვა ორთა ბრძოლა. ახლა თვითონ ვახტანგი გავიდა. ქართველთა მეფემ ხაზარს ბრძოლაში თავი წარკვეთა და თავის ბანაკში დაბრუნდა.
    მეორე დღეს ოვსთაგან გამოვიდა ბაყათარი, რომელსაც ამ ჟამამდე ბადალი არ გომოსჩენია სარკინალ ველზე. მან ვახტანგ მეფე გამოიწვია შესარკინებლად. ეს ორთა ბრძოლაც ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა.
    ამ ორთაბროლის დამთავრების შემდგომ მტრისკენ დაიძრა ქართველთა ლაშქარი. გაჩაღდა ბრძოლა ძლიერი. მეფის მხარდამხარ დიდის შემართებით იბრძოდნენ არტავან საურმაგის ძე (ვახტანგის ძუძუმტე) და ბივრიტიან სეფეწული. ბრძოლა ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა. ვახტანგმა ტყვეობიდან იხსნა თავისი და მირანდუხტი და უამრავი თანამემამულე.
    დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები, ახალი ციხესიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა მეფემ. შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნეები ჩააყენა. ვახტანგმა მირანდუხტი ამალით მცხეთაში გამოგზავნა, ხოლო თვითონ ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ ოლქთა დამორჩილებას შეუდგა. ვახტანგმა გადაიარა და გადალაშქრა იალბუზი, სწორედ მაშინ მიიღო მან წოდება „იალბუზის გმირისა“. ვახტანგმა დაამარცხა ყივჩაღები, პაჭანიგები და ჯიქეთი. ამრიგად მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან აფხაზეთში გადმოვიდა ვახტაგ მეფე. მან აფხაზეთან და ეგრისიდან განდევნა ბიზანტიელები. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ საქართველოს მეფე მცხეთაში დაბრუნდა.
    ლაშქრობა პონტოს საქართველოში[რედაქტირება]

    464 წლისთვის ბიზანტია ნელ-ნელა სუსტდებოდა, ვახტანგს ახლა ხელსაყრელი დრო ჰქონდა დაებრუნებინა სამხრეთ-დასავლეთ მიწები, რომლებიც ბიზანტას ჰქონდა მიტაცებული. ვახტანგმა შეჰყარა ლაშქარი, მის გვერდით იყვნენ: სპასპეტი ჯუანშერი, ბარდავის ერისთავი ვარაზ-ბაკური და ძუძუმტე არტავაზ, საურმაგ სპასპეტის ძე. დიდძალი ლაშქარი შეიყარა და გაემართნენ პონტოს მიწების დასაბრუნებლად. გზად ქართულ ლაშქარს შეუერთდნენ სომხეთის ერისთავები: არევ სივნელი, ჯუანშერ ასფურაგნელი და ამაზასპ ტარონელი.
    466 წელს ვახტანგმა ზედეზედ აიღო დიდი ციხესიმაგრეები: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. მერე ზღვის პირას გაუყვა ქართული ლაშქარი. ერთიმეორეზე ეცემოდნენ ბერძნული ქალაქები, ნელ-ნელა ქართველები კონსტანტინოპოლს უახლოვდებოდნენ. ვახტანგმა უბრძანა თავის თანამოლაშრეებს, რომ არავის გაებედა ხალხის ძარცვა, რბევა და უდანაშაულოთა სისხლისღვრა, ის ბერძენი თუ რომაელი იქნებოდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]ქართველები ქალკედონიდან სამი დღის სავალზე იყვნენ, როდესაც კეისარმა გამოგზავნა ლეგიონები პოლიკარპეს მეთაურობით ქართველთა წინააღმდეგ. შეიბნენ ქართველები და ბიზანტიელები, ბრძოლაში დაეცა ვარაზ-ბაკური, ვახტანგის დედის ძმა. ვახტანგთან შეტაკებაში პოლიკარპე ცხენიდან თავგაპობილი გადმოეშვა. ბრძოლა ქართველთა ხელმწიფის გამარჯვებით დასრულდა.
    ბიზანტიის კეისარმა ლეონ პირველმა სამშვიდობო მოლაპარაკება სთხოვა ვახტანგს და მას გაუგზავნა დიასპანებად საეკლესიო მოღვაწეები პეტრე და სამოელი.
    ვახტანგი არ აპირებდა ბიზანტიის განადგურებას, რადგან საქართველოს არაფერად წაადგებოდა სპარსეთის გაძლიერება. მას სურდა მხოლოდ ძირ ძველი ქართული მიწების განთავისუფლება და უკვე ეს მიწები მთლიანად მის ხელთ იყო. ვახტანგმა ზავი დადო ბიზანტიის კეისართან და ყოველი ქართული მიწა-წყალი საქართველოს დაუბრუნდა. ვახტანგმა კლარჯეთის ერისთავად დანიშნა არტავაზი, რომელმაც მეფის ბრძანებით აღაშენა ციხე არტანუჯისა, მონასტერი ოპიზისა და ეკლესიები მერისა, შინდობისა და ახიზისა. შემდგომ ვახტანგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა.
    „დურ აზ გორგასარ“[რედაქტირება]

    464 წელს სპარსეთის მეფის ჰორმიზდ მესამის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა პეროზდმა. სამი წელი სპარსელები ემზადებოდნენ საქართველოზე თავდასხმისთვის.
    ამასობაში დედოფალმა ბალენდუხტმა (ჰორმიზდ მესემის ასული) ვახტანგს მარჩვილად ორი შვილი აჩუქა, ძე და ასული, მაგრამ თვითონ მშობიარობას გადაჰყვა. ტახტის მემკვიდრეს დაარქვეს დაჩი.
    მეფე ვახტანგი შეუსვენებლივ ემზადებოდა ომისთვის, ამაგრებდა ძველსა და აგებდა ახალ ციხესიმაგრეებს, სჭედდა იარაღს, ჭრთვნიდა ლაშქარს, ამზადებდა ხალხს მტრის დასახვედრად. მან საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან „მაცთური“, ხოლო დანარჩენი მოგვები ან გააძევა საქართველოს საზღვრებიდან, ან სიკვდილით დასაჯა ურჩობისათვის.
    467 წელს საქართველოს შემოესია სპარსელთა ურიცხვი ლაშქარი, რომელსაც წინპეროზ შაჰი მოუძღვებოდა. მათ მეგზურად ჰყავდათ ბინქარან „მაცდური“, რომელიც რაღაც მანქანებით მცხეთის საპყრობილედან გამოიქცა.
    ვახტანგ გაგზავნა მალემსრბოლი კონსტანტინოპოლში კეისარ ლეონთან, თუმცა იგი ხაზართა წინააღმდეგ იყო წასული. ვახტაგსისედაც ნაკლები იმედი ჰქონდა ბიზანტიელთა დახმარების, ამიტომ მალემსბოლის დაბრუნებამდე ლაშქარი მზად ჰყავდა მტერთან შესახვედრად.
    გზად სპარსელებს მოუკვდათ მეგზური ბინქარანი, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ საქართველოსკენ მომავალი გზები. სპარსელებმა გაიარეს ქვემო ქართლი, სადაც მაშინ პიტიახშად იდგა არშუშა. მტკვრის მარცხენა მხარე სპარსელებით გაივსო. ისინი კარგად ხედავდნენ ვახტანგის მუზარადს, რომელზეც წინ მგელი, ხოლო უკან ლომი იყო გამოსახული.
    ბრძოლა დაიწყო ქართველებსა და სპარსელებს შორის. მტრის ჯარის რაოდენობა სამჯერ მეტი იყო, თუმცა ბრძოლის სასწორი თანასწორად ქანაობდა. საარაკო გმირობით იბრძოდა ვახტანგ მეფე. იგი იყო ყველგან სადაც მისჭირდებოდა ქართულ ლაშქარს. სადაც უფრო მძლავრობდნენ სპარსელები იქ გაიელვებდა და სპარსელები ზარგანხდილად ატეხდნენ ღრიალს: „დურ აზ გორგასარ“ („ერიდეთ თავსა მგლისასა!“). ასე გაჩნდა წოდება „გორგასალი“.
    ეს ბრძოლა ოთხი თვე გაგრძელდა. ლეონ პირველმა შეამჩნია, რომ ვახტანგი მის დახმარებას სულ არ საჭიროვებდა, შეეშინდა ვახტანგს შური მათზე არ ეძია დახმარების არ გაწევის გამო და სასწრაფოდ ჯარები გაუგზავნა ვახტაგს ლეონ ანთიპატოსის სარდლობით, რომელმაც ქართველთა მეფეს კეისრის ძღვენი მიართვა და კეისრის სახელითვე ბოდიში მოუხადა.
    ბერძენთა ჯარის გამოჩენამ საბოლოოდ გატეხა სპარსელთა შაჰი, უკან გაბრუნდა, კალას დაბანაკდა და ვახტანგთან ზავისათვის ელჩები აფრინა დიდი ძღვენი. შემდგომ თვითონ შაჰი მივიდა. გაიშალა კარავი, სადაც შეიყარნენ სამნი: ვახტანგ მეფე, პეროზ შაჰი და ლეონ ანთიპატოსი. დაიდო ზავი, რომლის თანახმად ბიზანტიასა და სპარსეთს შორის მშვიდობა უნდა დამყარებულიყო. მერე საქართველოსა და სპარსეთის გავლენის სფეროებზე გაიმართა ბჭობა. სამხრეთითარაქსი და აღმოსავლეთით კასპიის ზღვა შეიქმნა საქართველოს სამფლობელოთა საზღვრები.
    გორგასალი სპარსეთში[რედაქტირება]

    სპარსეთის შათირი, სახელად ბარზაბან, სასწრაფოდ ეწვია მცხეთას. ვახტანგს ბარზაბანმა უამბო, რომ პეროზი ეაჯაბოდა მას სწვეოდა ქტესიფონში. ვახტანგმა პეროზ შაჰის თხოვანა განიხილა და დათანხმდა.
    ვახტანგმა შეჰყარა ერისთავნი, ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა, დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა, გრიგოლ, ერისთვი ჰერეთისა, ნერსარან, ერისთავი ხუნანისა, ადარნასე, ერისთვი სამშვილდისა, სამნაღირ, ერისთვი ეგრისისა და სვანეთისა, ბაკურ, ერისთვი არგვეთისა და თარკვერისა, არტავაზ, ერისთვი კლარჯეთისა, ნასარ, ერისთვი წუნდისა, და ბრიტიან, ერისთავი ოძრხისა. ამათ წინაშე ვახტანგმა გამოიყვანა ხუთი წლის დაჩი, ძე და მემკვიდრე. თავზე გვირგვინი დაადგა და დარბაზს უბრძანა, ამიერიდან თაყვანი ეცათ და ეზრუნათ მასზე, ვითარცა ჭეშმარიტ მეფეზე. შემდგომ გამოყო სამი ერსთავი, არტავაზ, ნასარ და ბივრიტიანი, რომლებიც მეფეს თან უნდა წარეყვანა სპარსეთში.
    470 წლის აღდგომა დღეს ვახტანგ გორგასალი დედის, დებისა და წარჩინებულ ქართველთა თანხლებით ეწვია იერუსალიმს, მოიხილა წმინდა ადგილები, თაყვანი სცა და მდიდრული ზორვანი გამართა.
    ვახტანგი იერუსალიმიდან ანტიოქიას წავიდა, სადაც მას პეროზ შაჰი ელოდა. შაჰი ვახტანგს დიდი ქება დიდებით შეხვდა და დიდი ძღვენი მიართვა.ქართველთა მეფე დათანხმდა სპარსეთის შაჰს შორეულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე. აქედან ვახტანგმა მიიღო პატრუცაგი, რომლის თანახმადაც ლეონ პირველი ვახტანგს დასახმარებლად უგზავნიდა ოცი ათას მეომარს ლეონ ანტიპატოსის სარდლობით. ასევე ქართველთა მეფემ მიიღო სომხეთიდან გომოწვეული ათი ათასი მეომარი. ანტიოქიიდან სპასეთის სატახტო ქალაქში გაეშურნენ. ქტესოფონში ზეიმით შეხვდა ხალხი. არავის აღარ სურდა გაეხსენებინა ქართველებთან განცდილი მარცხი, რაკი უძლეველი ხელმწიფე, ამჯერად მათი მოკავშირე იყო და მათ ლაშქრობაში იღებდა მონაწილეობას.
    დაიწყო ლაშქრობა აღმოსავლეთისკენ, სპარსეთის ურიცხვი მხედრობა დაიძრა ინდოეთისკენ. გორგასალიც ამხედრდა ორმოცი ათასიანი ლაშქრით: ათი ათასი ქართველი, ათი ათასი სომეხი, ოცი ათასი ბიზანტიელი.
    გორგასალის ლაშქრობა სპარსეთში[რედაქტირება]

    სპარსელებმა გზად აიღეს და დაიმორჩილეს ჯორჯანეთი, შემდგომ კი შეიჭრნენ ინდოეთში. ვახტანგ გორგასალმა თხუთმეტი ინდოელი „ბუმბერაზი“ მოჰკლა ორთა ბრძოლაში. განგის ხეობაშიც შეიჭრნენ ქართველები, დეჰკანიც დალაშქრეს. შემდეგ მდინარე ინდის სამხრეთსაკენ წავიდნენ, სადაც მდებარეობდა უზარმაზარი სინდეთის სამეფო. მედგრად დაუდგა მტერს სინდეთის მეფე, მრავალი სპარსი დაიღუპა მის ჯართან ბრძოლაში. თვითონ სინდთა მეფე იბრძოდა მედრად, სპილოზე ამხედრებული, იყო იგი ტანად ახოვანი და გულად უშიშარი.
    ღამით სინდთა მეფემ ქალაქის კარიბჭიდან დაშორებით, მტრისგან იდუმალ, ღრმა და განიერი ირმო გაათხრევინა და შიგ ათი საუკეთესო მოისარ-მახვილოსანი ჩაასაფრა. დილით ქალაქიდან ერთი ვიღაც „ბუმბერაზი“ გამოიჭრა ამხედრებული, ქართველთა ბანაკს ნავარდით ჩაუქროლა და საომრად ვახტანგ გორგასალი გამოიწვია. მეფეს დაასწრო „დიდმა ეჯიბმა“ საურმაგმა (არტავაზის ბიძაშვილი). მან ცხენი გააჭენა, სინდელს მიუხტა და შესძახა: შენ მეფესთან შებრძოლების რა ღირსი ხარ, მე შემებრძოლე, ვითარცა მონა მონას შეებმისო. შეუტია საურმაგმა, მაგრამ სინდელმა უცებ ცხენი შეატრიალა და გაიქცა.საურმაგიც უკან დაედევნა. უეცრად ჩასაფრებული ათი სინდელი ამოიჭრა მიწიდან და მოკლე შუბები დაუშინეს ზურგიდან. წამსვე წინ გაქცეული შემოუბრუნდა. საურმაგმა მოასწრო – მოპირდაპირეს შუბი გულში ჩასცა და ჩამოაგდო, მაგრამ თვითონაც მკვდარი გადმოვარდა ცხენიდან, ათამა სინდელმა კი ქალაქს შეაფარა თავი.
    სამი დღე-ღამე ჩაიკეტა ვახტანგი კარავში ცხედართან ერთად; „იგლოვაგვამსა გვამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყვარელისა“. საურმაგის დაკრძალვის შემდეგ სინდთა მეფე ორთა ბრძოლაში გამოიწვია ვახტანგმა. შეიბნენ მეფენი სინდთა და ქართველთა.ვახტანგმა სინდთა მეფე ცხენიდან გადმოაგდო, თვითონაც ცხენიდან ჩამოვიდა ფეხში ხელი დაავლო და თრევით პეროზ შაჰს მიჰგვარა, მაგრამ ქართველი მეფის ნებით შაჰს მოუწია სინდთა მეფის შებრალება, მხოლოდ ხარკი დააკისრა და მისი ორი შვილიც მძევლად ჩამოართვა. სინდთა მეფემ, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, „უძღვნა ვახტანგს ძღვენი მიუწვდომლად დიდძალი“.
    როდესაც სპარსელები და ქართველები ინდოეთიდან წამოვიდნენ და აბაშეთს მიადგნენ. ეს ქვეყანაც დაამარცხეს და დაიმორჩილეს. შემდგომ ვახტანგმა ლეონ ანთოპატოსს თავისი მოციქულები წარატანა კონსტანტინოპოლისკენ, რომ საქართველოში ჩამოეყვანათ ლეონ პირველის ასული, ასევე საეკლესიო მოღვაწეები პეტრე, სამოელი და კიდევ თერთმეტი სხვა საღვდელო.
    დაბრუნება გორგასალისა[რედაქტირება]

    როდესაც სამშობლოში დაბრუნდა ვახტანგ გორგასალი, მას ბევრი საზრუნავი გაუჩნდა. დიდი იყო მისი სახელმწიფო, ვრცელი, მძლავრი და ბრწყინვალე, მაგრამ ბევრი სისუსტეც შინაგანად თან ახლდა მბრწყინავ სახელმწიფოს. წარჩინებულები ნელ-ნელა ცდილობდნენ შეევიწროვებინათ „წვრილი ერი“. წარმართობაც ჯერ კიდევ სრულიად არ აღმოფხვრილიყო ქართველთა სულში. ქრისტიანული ეკლესიაც არ იყო მძლავრი საყრდენი მეფის უზენაესი ხელისუფლებისა.
    ვახტანგ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში კათალიკოსობა შემოეღო. სწორედ პირველი კათალიკოსად მას უნდა დაესვა პეტრე, ხოლო მცხეთის ეპიკოპოსად – სამოელი. დანარჩენნი ეპისკოპოსებად უნდა გამწესებულიყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამწყსოში. კათალიკოსობის შემოღებას უნდა აღემაღლებინა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე. როდესაც მიქაელ ეპისკოპოსმა შეიტყო მეფის განზრახვა, ძლიერ განრისხდა.
    ვახტანგ მეფემ ტფილისის ხეობა მოიხილა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ტფილისის ადგილმდებარეობის სამხედრო, საპოლიტიკო და სამეურნეო მოხერხებულობაში. შემდგომ მან გზა განაგრძო არმაზის ხევთან ვახტანგმა იხილა მცხეთიდან მომავალი ბრწყინვალე ტაძრიონი, რომელსაც წინ მოუძღვოდა მეფის ცამეტი წლის ძე დაჩი. მეფის წინაშე წარსდგა და თაყვანი სცა ჯუანშერ სპასპეტმა. მთელი ტაძრიონი ეთაყვანებოდა დიდებულ გვიგვინოსანს. ამ დროს გამოჩნდა მიქაელ ეპისკოპოსი; როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მან დასწამა მეფეს ვითომ ქრისტიანობა დაუტევებია, ფეხი მოუქნია და ფანდაკით კბილებში სცა საქართველოს დიდებულ ხელმწიფეს, წინა კბილი შეემუსრა და სისხლი წარსდინდა. ვახტანგის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად წაიყვანეს.
    ლეონ პირველმა ცამეტი საეკლესიო მოღვაწე და თავისი ასული ელენე დიდძალი ძღვენითურთ და და დიდი სამხედრო ამალით საქართველოსკენ გამოისტუმრა.
    აღმშენებლობა გორგასალისა[რედაქტირება]

    ვახტანგ მეფე დიდი მშენებლობითი საქმიანობით იყო დაკავებული. მან მცხეთაში, ძველ, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე წამოიწყო ქვის დიდი სიონის მშენებლობა. ეს იყო მცხეთის სახელოვანი სვეტიცხოვლის მეორე ხუროთმოძღვრული გარდასახვა. ახალ დიდ ქართულ ლავრაში ვახტანგმა კათალიკოსად დასვა პეტრე, მის თანაშემწედ– ეპისკოპოსი სამოელი. აქვე მეფემ საქართველოს დედოფლის გვირგვინი თავზე დაადგა თავის მეუღლე – ელენეს, ლეონ პირველის ასულს. იმავე ხანებში ვახტანგმა განასრულა თავისი ახალი რეზიდენცია უჯარმა. ვახტანგის ბრძანებით ასევე აშენდა საეპისკოპოსო ეკლესიები, ნიქოზს, ნინოწმინდას, ჭერემსა და ჩელეთს.
    დიდი ომები და გორგასალის გარდაცვალება[რედაქტირება]

    ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან ომისთვის, მან დასაჯა სიკვდილით ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი და მაშინვე ომისთვის დაიწყო მზადება, რადგან იცოდა, ვარსქენის მოკვლა სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.
    პეროზ შაჰმა უზარმაზარი ურდოები გადმოისროლა საქართველოსკენ, მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა სპარსელებით აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი შვიდი დღე ამაოდ უცდიდა დახმარებას ბიზანტიიდან და ჰუნებისგან, სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ამ ბრძოლის პირველივე შეტაკებაში ვახტანგმა ვერ გაიმარჯვა, წარჩინებულები მეფის ღალატს არ წყვეტდნენ, და მეფე სასწრაფოდ ეგრისში გადავიდა ჯარების შესაკრებად.
    საომარი ველი სპარსელთა გვამებით იყო დარეცილი. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, სპარსეთის სარდალს მოუწია უკან გაბრუნება, რადგან პეროზ შაჰი, ისე დაიღუპა ჰუნებთა ბრძოლაში, რომ მისი გვამიც კი ვერ იპოვეს.
    სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა ბალაშ (484-488). ამ დროისთვის ვახტანგმა გორგასალმა სავსებით აღიდგინა პირველობა წინა აზიაში. 488 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ბალაში და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავადი (488-531).
    სანამ სპარსეთში შიდა არეულობა გრძელდებოდა, ვახტანგ მეფე ტფილისს იდგა და ახალი სატახტოს მშენებლობას მისცემოდა თავდავიწყებით. ამ პერიოდში ქტესოფონიდან მოციქული მოვიდა, რომელმაც მოახსენა, რომ კავად შაჰი მოსთხოვდა ქართველთა მეფეს ბიზანტიაზე ლაშქრობაში მიეღო მონაწილეობა. ვახტანგმა უარი განაცხადა და ომისთვის მზადება დაიწყო.
    ვახტანგ გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზავნა. მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ სამი ერისთავი გაგზავნა: დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი. 502 წელს სპარსეთის ურდო შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თვითონ კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოესია ივრის ხეობას, რუსთავს და სამგორს. ქართველთა ჯარი მტერზე ხუთჯერ ნაკლები იყო.
    ბრძოლის წინ კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ბრძოლაში გაემართნენ ქართველები, „შეიბნენ იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა ბრძოდეს, და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხვი“. სამი დღე წონასწორად ქანაობდა ბედის სასწორი. მეოთხე დღე გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. ვახტანგმა შეკრა და შეამჭიდროვა შეთხელებული ქართული ჯარი, კვლავ დალოცა ისინი პეტრე კათალიკოსმა.
    სამ ნაწილად დაჰყო ლაშქარი ვახტანგმა. ფლანგებზე – მარჯვნივ ჯუანშერ სპასპეტი უსარდლა, მარცხნივ – ადარნასე ერისთავი. თვითონ მეფე შუა ნაწილს ჩაუდგა და საიერიშოდ სპარსელთა ბანაკის შუაგული, თვით შაჰის კასრავი მოინიშნა.
    როგორც კი გათენდა ვახტანგმა იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი.
    წამით მეფემ ნაცნობი სახე შენიშნა კარვის კალთის მიღმა, მაგრამ ვერ გაიხსენა, სპარსელმა უფლისწულმა მოუქნია ხმალი. მეფემ იფარა ვიგრის ფარი, მარცხენა ხელით ზეასროლილი, იღლია მოუშიშვლდა, იღლიაში გაბჭოლავი ბრჭუალი შეიგრძნო, კარვის კალთის წინ მთელი ტანით აღმართულიყო კაცი გველის უძრავი თვალებით, გაწვართულიყო მშვილდით; ის, ვინც ესროლა გორგასალს შიშველ იღლიას. მაგრამ ტკივილის მიუხედავად ვახტანგმა შუაგაპობილი დააგდო ბარტამი. ხოლო ის მოღალატე გაქრა. ისარი საკმაოდ ღრმად შევიდა სხეულში და მეფემ ვერ ამოიღო. მზის ამოსვლისას დაჭრილი მეფე საღამომდე იბრძოდა, არავის ახლოს არ იყოლებდა, რომ არ შეემჩნიათ ჭრილობა. ისევ იმოდა „დურ აზ გორგასარ“ და სპარსელები ბრძოლის ველიდან გარბოდნენ. გორგასალმა ბრძანა, რომ ყველა სპალალარი და ერისთავი თავის ადგილზე დარჩეს, საომარ წყობით.
    ეს ბრძანა და უჯარმა წავიდა. მთელი გზა ცხენზე ამხედრებულმა გაიარა, მხლებლების შეუშველებლად. როდესაც მივიდა უჯარმას, შევიდა სასახლეში და სარეცელზე დაეცა. ძლივს ამოიღეს ისარი დასტაქარებმა მეფის სხეულიდან. მაინც შეიტყვეს სპარსელებმა ვახტანგ მეფის სასიკვდილოდ დაჭრის შესახებ, გაიხარეს და შემობრუნდნენ. რუსთავიდან ტფილისში გადავიდნენ, მაგრამ არმაზის კართან ნერსემ და ბივრიტიანმა უკუაქციეს მტერი. კავად შაჰმა შეიტყო, რომ ბიზანტიის კეისარი ანასტასი მოისწრაფოდა ქართლისკენ დიდძალი ჯარით. შაჰმა სასწრაფოდ აჰყარა თავისი ჯარი და სამხრეთისკენ გაეშურა.
    კარნუ-ქალაქთან შეიბნენ სპარსელები და ბიზანტიელები. დიდი სისხლისღვრა უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავს გამარჯვებულად, მაგრამ ორივე ხელცარიელი დაბრუნდა თავის სატახტოში.
    ვახტანგმა გარდაცვალების წინ გამოაცხადა დაჩი ახალ ხელმწიფედ და დაუტავა ქართველ ერს ანდერძი: ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის. ვახტანგი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა.

  • Gigaa says:

    აუ მეც ძალიან მომწონს ეს ლექსი ამაზე მქონდა მოსაძიებელი და მოვიძიე კიდევაც გირჩევთ რომ ყველას ვისაც არ უსწავლია ისწავლოსს!! წარმატებები

  • თეკლა says:

    ძალიან მიყვარს ეს ლექსი და როდესაც ვისწავლე მაშინ უფრო შემიყვარდა

  • აკაკი says:

    ხვალისთვის მაქ თემა დასაწერი მეც:)

  • marii says:

    au dz sashineleba iyo da aq tkven degenerateboo reeebs bodavtt

  • giga says:

    nu vilaparakebt imaze vin ras ambobs vipikrot imaze chven kvekanas ra chirdeb, kvelas individiuluri azri gvakvs magram chven kvekanas mxolod erti ram chirdeba ertmanetis sikvaruli da gatana,momcons ak gamartuli saubari da komentarebi magram chven xom erti vart adamianebo erti eris shvilebi, kvelam kargad icis chventvis vin aris mteri da vin mokvare magram xsnas da imeds nu vezebt sxvisgan xsna da imedi mxolod gvtisgan modis, chven gvchirdeba zmebo da debo rusetis megobroba magram ara ise rogorc es gasul saukuneebshi ikoo, chven kvekanas nu shexedaven cudi tvalit da nu ipikreben imas rom dagvimorchileben imegobron da chvenze zlieri mokavshire rusets ar ekoleba, chvenc es gvinda magram samcuxarod rusetis xelisupleba, me ase vpikrob rom ukve masonebis xelshia romelsac ackobs dashalos kveknebi da mere iolad martos rogorc es chven kvekanas gauketes da axla ukrainas miadgnen, magram eshinodet radganac sisxlian istorias sisixlianadve daibruneben miuxedevad imisa rom arcert kristians es ar gvinda, gmertma moxedos mat da gagvazlieros chven rom borotebas sikvarulit upasuxod , amin

  • zubeir says:

    maro myashvilis 10% vajkacoba ro hqondet dgevandel qartvelebs,saqartvelo afxazets ar dakargavda.esaa simartle

  • ძალიან საინტერესო და გულში ჩამწვდომი სტატიაა:)მეც ხვალისთვის მაქვს ეს ლექსი სასწავლი და ძალიან გამომადგა ეს ინფორმაცია:))მარიამ და გიგა აბსოლიტურად მართლები ხართ.გენაცვალეთ თქვენ მიხარია თქვენნაირი ადამიანები დღევანდელ დროში რომ არსებობენ.მეგონა ჩვენნაირი აღარავინ იყო დარჩენილი,თურმე ვცდებოდი და საკმაოდ ვყოპილვართ:))

  • გაუმარჯოს :დ :დ :დ :დ :დ მემგონი კაი საიტია ხო??????მე ისე რა მომეწონაა!! :* :* :*

  • luka says:

    au sad ar vikavi ra davicavdi tbiliss.leqsi namdvilad kargia magram shinaarsia mtavari da es tragikuli istoria

  • ნუცა says:

    zaan kai leqsiaaaa exla gadavedi am leqsze. sulshi chamwvdomiaaa <3 <3

  • მე გიორგი ვარ 12 წლის ეს ლექსი დავისწავლე და ძალიან მაგარი ლესქია ეს და გულში ჩამწვდომი და მადლობა უთხრათ ქართველ გმირებს რომ სჰეგვინარცჰუნა ცჰვენი სამსჰობლო (საქართველო) გაუმარჯოს გაუმარჯოს ჩვენს საამაყო გმირებს.

  • dzaan magari leqsia axla vswavlob ….. <3 <3 ძალიან მაგარია

  • ლიზი says:

    მართლაც ძალიან მაგარი ლექსია! დღეს ხომ 25 თებერვალია! :(

  • telo says:

    458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლის თანავე მოუწოდა ყოველ წარჩინებულ ქართველს და შეკრიბა დარბაზი. ჭაბუკი მეფე დაჯდა ტახტზე, მარჯვნივ დაისვა მთავარსარდალი ჯუანშერი, მარცხნივ კი მღვდელმთავარი მიქაელი.
    ეს ვახტანგის პირველი სახელმწიფო გამოსვლა იყო. ვახტანგი ლაპარაკობდა „ხმითა მაღლითა“, ჭარმაგული სიბრძნით, „ვითარცა აღზრდილი ფილოსოფოსთა თანა“. განსაჯა ქართველთა მდგომარეობა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღზდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასწვრივ უნდა აღიმართონო.
    იმ დღესვე მეფემ პირველი გალაშქრება დანიშნა–ჩრდილოეთისკენ, რომელშიც თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.
    ის წელი საომარ სამზადისში განესრულა. ჯერ მუხნარსა და ხერკს იყრებოდა ქართველთა ლაშქარი, მერე თიანეთს. ოვსთაგანაოხრებულ ბარდავიდანაც ჯარი გამოუგზავნა ერისთავმა ვარაზ-ბაკურმა, ვახტანგის ბიძამ. ბარდაველთა ჯარს სარდლობდა ფარსმან-ფარუხი, უებრო მეომარი.
    ოვსეთში იცოდნენ ქართველთა მეფის საომარი სამზადისი და თვითონაც ემზადებოდნენ მტრის დასახვედრად. ნიჯადად (მაშველად) ხაზართა დიდძალი ლაშქარი შეიერთეს ოვსებმა.
    ვახტანგის ლაშქარში პირველ რიგებში იდგნენ თოროსნები, მათ მოსდევდნენ ქვეოთები, შემდგომ იდგა მსუბუქი კავალერია, რომელიც უნდა დადევნებოდა გაქცეულ მტერს, ბოლოს მოდიოდა მეფის „გვარდია“, რჩეული მხედრობა, რომელსაც თვითონ ვახტანგის სარდლობით, ელვისებური ადგილმონაცვლეობით, იქ გაჩნდებოდა, სადაც უფრო მისჭირდებოდა ძირითად ძალებს.
    შვიდე დღის შემდგომ ლაშქარი გავიდა თიანეთიდან. დარიალი გაიარეს და თერგზე გავიდნენ. მდინარის მეორე ნაპირას უცდიდნენ ოვსნი და ხაზარნი. ხაზართაგან გამოვიდა „ბუმბერაზი“ მხედარი თარხან და ორთა ბრძოლაში გაიწვია ქართველთაგანი. გავიდა ფარსმან-ფარუხი, თუმცა თარხანმა უხეთქა ხმალი და ბარდაველი ცხენიდან თავგაპობილი გადმოვარდა. მეორე დღეს მან კვლავ მოითხოვა ორთა ბრძოლა. ახლა თვითონ ვახტანგი გავიდა. ქართველთა მეფემ ხაზარს ბრძოლაში თავი წარკვეთა და თავის ბანაკში დაბრუნდა.
    მეორე დღეს ოვსთაგან გამოვიდა ბაყათარი, რომელსაც ამ ჟამამდე ბადალი არ გომოსჩენია სარკინალ ველზე. მან ვახტანგ მეფე გამოიწვია შესარკინებლად. ეს ორთა ბრძოლაც ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა.
    ამ ორთაბროლის დამთავრების შემდგომ მტრისკენ დაიძრა ქართველთა ლაშქარი. გაჩაღდა ბრძოლა ძლიერი. მეფის მხარდამხარ დიდის შემართებით იბრძოდნენ არტავან საურმაგის ძე (ვახტანგის ძუძუმტე) და ბივრიტიან სეფეწული. ბრძოლა ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა. ვახტანგმა ტყვეობიდან იხსნა თავისი და მირანდუხტი და უამრავი თანამემამულე.
    დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები, ახალი ციხესიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა მეფემ. შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნეები ჩააყენა. ვახტანგმა მირანდუხტი ამალით მცხეთაში გამოგზავნა, ხოლო თვითონ ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ ოლქთა დამორჩილებას შეუდგა. ვახტანგმა გადაიარა და გადალაშქრა იალბუზი, სწორედ მაშინ მიიღო მან წოდება „იალბუზის გმირისა“. ვახტანგმა დაამარცხა ყივჩაღები, პაჭანიგები და ჯიქეთი. ამრიგად მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან აფხაზეთში გადმოვიდა ვახტაგ მეფე. მან აფხაზეთან და ეგრისიდან განდევნა ბიზანტიელები. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ საქართველოს მეფე მცხეთაში დაბრუნდა.
    ლაშქრობა პონტოს საქართველოში[რედაქტირება]

    464 წლისთვის ბიზანტია ნელ-ნელა სუსტდებოდა, ვახტანგს ახლა ხელსაყრელი დრო ჰქონდა დაებრუნებინა სამხრეთ-დასავლეთ მიწები, რომლებიც ბიზანტას ჰქონდა მიტაცებული. ვახტანგმა შეჰყარა ლაშქარი, მის გვერდით იყვნენ: სპასპეტი ჯუანშერი, ბარდავის ერისთავი ვარაზ-ბაკური და ძუძუმტე არტავაზ, საურმაგ სპასპეტის ძე. დიდძალი ლაშქარი შეიყარა და გაემართნენ პონტოს მიწების დასაბრუნებლად. გზად ქართულ ლაშქარს შეუერთდნენ სომხეთის ერისთავები: არევ სივნელი, ჯუანშერ ასფურაგნელი და ამაზასპ ტარონელი.
    466 წელს ვახტანგმა ზედეზედ აიღო დიდი ციხესიმაგრეები: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. მერე ზღვის პირას გაუყვა ქართული ლაშქარი. ერთიმეორეზე ეცემოდნენ ბერძნული ქალაქები, ნელ-ნელა ქართველები კონსტანტინოპოლს უახლოვდებოდნენ. ვახტანგმა უბრძანა თავის თანამოლაშრეებს, რომ არავის გაებედა ხალხის ძარცვა, რბევა და უდანაშაულოთა სისხლისღვრა, ის ბერძენი თუ რომაელი იქნებოდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]ქართველები ქალკედონიდან სამი დღის სავალზე იყვნენ, როდესაც კეისარმა გამოგზავნა ლეგიონები პოლიკარპეს მეთაურობით ქართველთა წინააღმდეგ. შეიბნენ ქართველები და ბიზანტიელები, ბრძოლაში დაეცა ვარაზ-ბაკური, ვახტანგის დედის ძმა. ვახტანგთან შეტაკებაში პოლიკარპე ცხენიდან თავგაპობილი გადმოეშვა. ბრძოლა ქართველთა ხელმწიფის გამარჯვებით დასრულდა.
    ბიზანტიის კეისარმა ლეონ პირველმა სამშვიდობო მოლაპარაკება სთხოვა ვახტანგს და მას გაუგზავნა დიასპანებად საეკლესიო მოღვაწეები პეტრე და სამოელი.
    ვახტანგი არ აპირებდა ბიზანტიის განადგურებას, რადგან საქართველოს არაფერად წაადგებოდა სპარსეთის გაძლიერება. მას სურდა მხოლოდ ძირ ძველი ქართული მიწების განთავისუფლება და უკვე ეს მიწები მთლიანად მის ხელთ იყო. ვახტანგმა ზავი დადო ბიზანტიის კეისართან და ყოველი ქართული მიწა-წყალი საქართველოს დაუბრუნდა. ვახტანგმა კლარჯეთის ერისთავად დანიშნა არტავაზი, რომელმაც მეფის ბრძანებით აღაშენა ციხე არტანუჯისა, მონასტერი ოპიზისა და ეკლესიები მერისა, შინდობისა და ახიზისა. შემდგომ ვახტანგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა.
    „დურ აზ გორგასარ“[რედაქტირება]

    464 წელს სპარსეთის მეფის ჰორმიზდ მესამის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა პეროზდმა. სამი წელი სპარსელები ემზადებოდნენ საქართველოზე თავდასხმისთვის.
    ამასობაში დედოფალმა ბალენდუხტმა (ჰორმიზდ მესემის ასული) ვახტანგს მარჩვილად ორი შვილი აჩუქა, ძე და ასული, მაგრამ თვითონ მშობიარობას გადაჰყვა. ტახტის მემკვიდრეს დაარქვეს დაჩი.
    მეფე ვახტანგი შეუსვენებლივ ემზადებოდა ომისთვის, ამაგრებდა ძველსა და აგებდა ახალ ციხესიმაგრეებს, სჭედდა იარაღს, ჭრთვნიდა ლაშქარს, ამზადებდა ხალხს მტრის დასახვედრად. მან საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან „მაცთური“, ხოლო დანარჩენი მოგვები ან გააძევა საქართველოს საზღვრებიდან, ან სიკვდილით დასაჯა ურჩობისათვის.
    467 წელს საქართველოს შემოესია სპარსელთა ურიცხვი ლაშქარი, რომელსაც წინპეროზ შაჰი მოუძღვებოდა. მათ მეგზურად ჰყავდათ ბინქარან „მაცდური“, რომელიც რაღაც მანქანებით მცხეთის საპყრობილედან გამოიქცა.
    ვახტანგ გაგზავნა მალემსრბოლი კონსტანტინოპოლში კეისარ ლეონთან, თუმცა იგი ხაზართა წინააღმდეგ იყო წასული. ვახტაგსისედაც ნაკლები იმედი ჰქონდა ბიზანტიელთა დახმარების, ამიტომ მალემსბოლის დაბრუნებამდე ლაშქარი მზად ჰყავდა მტერთან შესახვედრად.
    გზად სპარსელებს მოუკვდათ მეგზური ბინქარანი, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ საქართველოსკენ მომავალი გზები. სპარსელებმა გაიარეს ქვემო ქართლი, სადაც მაშინ პიტიახშად იდგა არშუშა. მტკვრის მარცხენა მხარე სპარსელებით გაივსო. ისინი კარგად ხედავდნენ ვახტანგის მუზარადს, რომელზეც წინ მგელი, ხოლო უკან ლომი იყო გამოსახული.
    ბრძოლა დაიწყო ქართველებსა და სპარსელებს შორის. მტრის ჯარის რაოდენობა სამჯერ მეტი იყო, თუმცა ბრძოლის სასწორი თანასწორად ქანაობდა. საარაკო გმირობით იბრძოდა ვახტანგ მეფე. იგი იყო ყველგან სადაც მისჭირდებოდა ქართულ ლაშქარს. სადაც უფრო მძლავრობდნენ სპარსელები იქ გაიელვებდა და სპარსელები ზარგანხდილად ატეხდნენ ღრიალს: „დურ აზ გორგასარ“ („ერიდეთ თავსა მგლისასა!“). ასე გაჩნდა წოდება „გორგასალი“.
    ეს ბრძოლა ოთხი თვე გაგრძელდა. ლეონ პირველმა შეამჩნია, რომ ვახტანგი მის დახმარებას სულ არ საჭიროვებდა, შეეშინდა ვახტანგს შური მათზე არ ეძია დახმარების არ გაწევის გამო და სასწრაფოდ ჯარები გაუგზავნა ვახტაგს ლეონ ანთიპატოსის სარდლობით, რომელმაც ქართველთა მეფეს კეისრის ძღვენი მიართვა და კეისრის სახელითვე ბოდიში მოუხადა.
    ბერძენთა ჯარის გამოჩენამ საბოლოოდ გატეხა სპარსელთა შაჰი, უკან გაბრუნდა, კალას დაბანაკდა და ვახტანგთან ზავისათვის ელჩები აფრინა დიდი ძღვენი. შემდგომ თვითონ შაჰი მივიდა. გაიშალა კარავი, სადაც შეიყარნენ სამნი: ვახტანგ მეფე, პეროზ შაჰი და ლეონ ანთიპატოსი. დაიდო ზავი, რომლის თანახმად ბიზანტიასა და სპარსეთს შორის მშვიდობა უნდა დამყარებულიყო. მერე საქართველოსა და სპარსეთის გავლენის სფეროებზე გაიმართა ბჭობა. სამხრეთითარაქსი და აღმოსავლეთით კასპიის ზღვა შეიქმნა საქართველოს სამფლობელოთა საზღვრები.
    გორგასალი სპარსეთში[რედაქტირება]

    სპარსეთის შათირი, სახელად ბარზაბან, სასწრაფოდ ეწვია მცხეთას. ვახტანგს ბარზაბანმა უამბო, რომ პეროზი ეაჯაბოდა მას სწვეოდა ქტესიფონში. ვახტანგმა პეროზ შაჰის თხოვანა განიხილა და დათანხმდა.
    ვახტანგმა შეჰყარა ერისთავნი, ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა, დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა, გრიგოლ, ერისთვი ჰერეთისა, ნერსარან, ერისთავი ხუნანისა, ადარნასე, ერისთვი სამშვილდისა, სამნაღირ, ერისთვი ეგრისისა და სვანეთისა, ბაკურ, ერისთვი არგვეთისა და თარკვერისა, არტავაზ, ერისთვი კლარჯეთისა, ნასარ, ერისთვი წუნდისა, და ბრიტიან, ერისთავი ოძრხისა. ამათ წინაშე ვახტანგმა გამოიყვანა ხუთი წლის დაჩი, ძე და მემკვიდრე. თავზე გვირგვინი დაადგა და დარბაზს უბრძანა, ამიერიდან თაყვანი ეცათ და ეზრუნათ მასზე, ვითარცა ჭეშმარიტ მეფეზე. შემდგომ გამოყო სამი ერსთავი, არტავაზ, ნასარ და ბივრიტიანი, რომლებიც მეფეს თან უნდა წარეყვანა სპარსეთში.
    470 წლის აღდგომა დღეს ვახტანგ გორგასალი დედის, დებისა და წარჩინებულ ქართველთა თანხლებით ეწვია იერუსალიმს, მოიხილა წმინდა ადგილები, თაყვანი სცა და მდიდრული ზორვანი გამართა.
    ვახტანგი იერუსალიმიდან ანტიოქიას წავიდა, სადაც მას პეროზ შაჰი ელოდა. შაჰი ვახტანგს დიდი ქება დიდებით შეხვდა და დიდი ძღვენი მიართვა.ქართველთა მეფე დათანხმდა სპარსეთის შაჰს შორეულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე. აქედან ვახტანგმა მიიღო პატრუცაგი, რომლის თანახმადაც ლეონ პირველი ვახტანგს დასახმარებლად უგზავნიდა ოცი ათას მეომარს ლეონ ანტიპატოსის სარდლობით. ასევე ქართველთა მეფემ მიიღო სომხეთიდან გომოწვეული ათი ათასი მეომარი. ანტიოქიიდან სპასეთის სატახტო ქალაქში გაეშურნენ. ქტესოფონში ზეიმით შეხვდა ხალხი. არავის აღარ სურდა გაეხსენებინა ქართველებთან განცდილი მარცხი, რაკი უძლეველი ხელმწიფე, ამჯერად მათი მოკავშირე იყო და მათ ლაშქრობაში იღებდა მონაწილეობას.
    დაიწყო ლაშქრობა აღმოსავლეთისკენ, სპარსეთის ურიცხვი მხედრობა დაიძრა ინდოეთისკენ. გორგასალიც ამხედრდა ორმოცი ათასიანი ლაშქრით: ათი ათასი ქართველი, ათი ათასი სომეხი, ოცი ათასი ბიზანტიელი.
    გორგასალის ლაშქრობა სპარსეთში[რედაქტირება]

    სპარსელებმა გზად აიღეს და დაიმორჩილეს ჯორჯანეთი, შემდგომ კი შეიჭრნენ ინდოეთში. ვახტანგ გორგასალმა თხუთმეტი ინდოელი „ბუმბერაზი“ მოჰკლა ორთა ბრძოლაში. განგის ხეობაშიც შეიჭრნენ ქართველები, დეჰკანიც დალაშქრეს. შემდეგ მდინარე ინდის სამხრეთსაკენ წავიდნენ, სადაც მდებარეობდა უზარმაზარი სინდეთის სამეფო. მედგრად დაუდგა მტერს სინდეთის მეფე, მრავალი სპარსი დაიღუპა მის ჯართან ბრძოლაში. თვითონ სინდთა მეფე იბრძოდა მედრად, სპილოზე ამხედრებული, იყო იგი ტანად ახოვანი და გულად უშიშარი.
    ღამით სინდთა მეფემ ქალაქის კარიბჭიდან დაშორებით, მტრისგან იდუმალ, ღრმა და განიერი ირმო გაათხრევინა და შიგ ათი საუკეთესო მოისარ-მახვილოსანი ჩაასაფრა. დილით ქალაქიდან ერთი ვიღაც „ბუმბერაზი“ გამოიჭრა ამხედრებული, ქართველთა ბანაკს ნავარდით ჩაუქროლა და საომრად ვახტანგ გორგასალი გამოიწვია. მეფეს დაასწრო „დიდმა ეჯიბმა“ საურმაგმა (არტავაზის ბიძაშვილი). მან ცხენი გააჭენა, სინდელს მიუხტა და შესძახა: შენ მეფესთან შებრძოლების რა ღირსი ხარ, მე შემებრძოლე, ვითარცა მონა მონას შეებმისო. შეუტია საურმაგმა, მაგრამ სინდელმა უცებ ცხენი შეატრიალა და გაიქცა.საურმაგიც უკან დაედევნა. უეცრად ჩასაფრებული ათი სინდელი ამოიჭრა მიწიდან და მოკლე შუბები დაუშინეს ზურგიდან. წამსვე წინ გაქცეული შემოუბრუნდა. საურმაგმა მოასწრო – მოპირდაპირეს შუბი გულში ჩასცა და ჩამოაგდო, მაგრამ თვითონაც მკვდარი გადმოვარდა ცხენიდან, ათამა სინდელმა კი ქალაქს შეაფარა თავი.
    სამი დღე-ღამე ჩაიკეტა ვახტანგი კარავში ცხედართან ერთად; „იგლოვაგვამსა გვამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყვარელისა“. საურმაგის დაკრძალვის შემდეგ სინდთა მეფე ორთა ბრძოლაში გამოიწვია ვახტანგმა. შეიბნენ მეფენი სინდთა და ქართველთა.ვახტანგმა სინდთა მეფე ცხენიდან გადმოაგდო, თვითონაც ცხენიდან ჩამოვიდა ფეხში ხელი დაავლო და თრევით პეროზ შაჰს მიჰგვარა, მაგრამ ქართველი მეფის ნებით შაჰს მოუწია სინდთა მეფის შებრალება, მხოლოდ ხარკი დააკისრა და მისი ორი შვილიც მძევლად ჩამოართვა. სინდთა მეფემ, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, „უძღვნა ვახტანგს ძღვენი მიუწვდომლად დიდძალი“.
    როდესაც სპარსელები და ქართველები ინდოეთიდან წამოვიდნენ და აბაშეთს მიადგნენ. ეს ქვეყანაც დაამარცხეს და დაიმორჩილეს. შემდგომ ვახტანგმა ლეონ ანთოპატოსს თავისი მოციქულები წარატანა კონსტანტინოპოლისკენ, რომ საქართველოში ჩამოეყვანათ ლეონ პირველის ასული, ასევე საეკლესიო მოღვაწეები პეტრე, სამოელი და კიდევ თერთმეტი სხვა საღვდელო.
    დაბრუნება გორგასალისა[რედაქტირება]

    როდესაც სამშობლოში დაბრუნდა ვახტანგ გორგასალი, მას ბევრი საზრუნავი გაუჩნდა. დიდი იყო მისი სახელმწიფო, ვრცელი, მძლავრი და ბრწყინვალე, მაგრამ ბევრი სისუსტეც შინაგანად თან ახლდა მბრწყინავ სახელმწიფოს. წარჩინებულები ნელ-ნელა ცდილობდნენ შეევიწროვებინათ „წვრილი ერი“. წარმართობაც ჯერ კიდევ სრულიად არ აღმოფხვრილიყო ქართველთა სულში. ქრისტიანული ეკლესიაც არ იყო მძლავრი საყრდენი მეფის უზენაესი ხელისუფლებისა.
    ვახტანგ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში კათალიკოსობა შემოეღო. სწორედ პირველი კათალიკოსად მას უნდა დაესვა პეტრე, ხოლო მცხეთის ეპიკოპოსად – სამოელი. დანარჩენნი ეპისკოპოსებად უნდა გამწესებულიყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამწყსოში. კათალიკოსობის შემოღებას უნდა აღემაღლებინა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე. როდესაც მიქაელ ეპისკოპოსმა შეიტყო მეფის განზრახვა, ძლიერ განრისხდა.
    ვახტანგ მეფემ ტფილისის ხეობა მოიხილა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ტფილისის ადგილმდებარეობის სამხედრო, საპოლიტიკო და სამეურნეო მოხერხებულობაში. შემდგომ მან გზა განაგრძო არმაზის ხევთან ვახტანგმა იხილა მცხეთიდან მომავალი ბრწყინვალე ტაძრიონი, რომელსაც წინ მოუძღვოდა მეფის ცამეტი წლის ძე დაჩი. მეფის წინაშე წარსდგა და თაყვანი სცა ჯუანშერ სპასპეტმა. მთელი ტაძრიონი ეთაყვანებოდა დიდებულ გვიგვინოსანს. ამ დროს გამოჩნდა მიქაელ ეპისკოპოსი; როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მან დასწამა მეფეს ვითომ ქრისტიანობა დაუტევებია, ფეხი მოუქნია და ფანდაკით კბილებში სცა საქართველოს დიდებულ ხელმწიფეს, წინა კბილი შეემუსრა და სისხლი წარსდინდა. ვახტანგის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად წაიყვანეს.
    ლეონ პირველმა ცამეტი საეკლესიო მოღვაწე და თავისი ასული ელენე დიდძალი ძღვენითურთ და და დიდი სამხედრო ამალით საქართველოსკენ გამოისტუმრა.
    აღმშენებლობა გორგასალისა[რედაქტირება]

    ვახტანგ მეფე დიდი მშენებლობითი საქმიანობით იყო დაკავებული. მან მცხეთაში, ძველ, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე წამოიწყო ქვის დიდი სიონის მშენებლობა. ეს იყო მცხეთის სახელოვანი სვეტიცხოვლის მეორე ხუროთმოძღვრული გარდასახვა. ახალ დიდ ქართულ ლავრაში ვახტანგმა კათალიკოსად დასვა პეტრე, მის თანაშემწედ– ეპისკოპოსი სამოელი. აქვე მეფემ საქართველოს დედოფლის გვირგვინი თავზე დაადგა თავის მეუღლე – ელენეს, ლეონ პირველის ასულს. იმავე ხანებში ვახტანგმა განასრულა თავისი ახალი რეზიდენცია უჯარმა. ვახტანგის ბრძანებით ასევე აშენდა საეპისკოპოსო ეკლესიები, ნიქოზს, ნინოწმინდას, ჭერემსა და ჩელეთს.
    დიდი ომები და გორგასალის გარდაცვალება[რედაქტირება]

    ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან ომისთვის, მან დასაჯა სიკვდილით ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი და მაშინვე ომისთვის დაიწყო მზადება, რადგან იცოდა, ვარსქენის მოკვლა სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.
    პეროზ შაჰმა უზარმაზარი ურდოები გადმოისროლა საქართველოსკენ, მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა სპარსელებით აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი შვიდი დღე ამაოდ უცდიდა დახმარებას ბიზანტიიდან და ჰუნებისგან, სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ამ ბრძოლის პირველივე შეტაკებაში ვახტანგმა ვერ გაიმარჯვა, წარჩინებულები მეფის ღალატს არ წყვეტდნენ, და მეფე სასწრაფოდ ეგრისში გადავიდა ჯარების შესაკრებად.
    საომარი ველი სპარსელთა გვამებით იყო დარეცილი. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, სპარსეთის სარდალს მოუწია უკან გაბრუნება, რადგან პეროზ შაჰი, ისე დაიღუპა ჰუნებთა ბრძოლაში, რომ მისი გვამიც კი ვერ იპოვეს.
    სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა ბალაშ (484-488). ამ დროისთვის ვახტანგმა გორგასალმა სავსებით აღიდგინა პირველობა წინა აზიაში. 488 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ბალაში და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავადი (488-531).
    სანამ სპარსეთში შიდა არეულობა გრძელდებოდა, ვახტანგ მეფე ტფილისს იდგა და ახალი სატახტოს მშენებლობას მისცემოდა თავდავიწყებით. ამ პერიოდში ქტესოფონიდან მოციქული მოვიდა, რომელმაც მოახსენა, რომ კავად შაჰი მოსთხოვდა ქართველთა მეფეს ბიზანტიაზე ლაშქრობაში მიეღო მონაწილეობა. ვახტანგმა უარი განაცხადა და ომისთვის მზადება დაიწყო.
    ვახტანგ გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზავნა. მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ სამი ერისთავი გაგზავნა: დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი. 502 წელს სპარსეთის ურდო შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თვითონ კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოესია ივრის ხეობას, რუსთავს და სამგორს. ქართველთა ჯარი მტერზე ხუთჯერ ნაკლები იყო.
    ბრძოლის წინ კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ბრძოლაში გაემართნენ ქართველები, „შეიბნენ იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა ბრძოდეს, და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხვი“. სამი დღე წონასწორად ქანაობდა ბედის სასწორი. მეოთხე დღე გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. ვახტანგმა შეკრა და შეამჭიდროვა შეთხელებული ქართული ჯარი, კვლავ დალოცა ისინი პეტრე კათალიკოსმა.
    სამ ნაწილად დაჰყო ლაშქარი ვახტანგმა. ფლანგებზე – მარჯვნივ ჯუანშერ სპასპეტი უსარდლა, მარცხნივ – ადარნასე ერისთავი. თვითონ მეფე შუა ნაწილს ჩაუდგა და საიერიშოდ სპარსელთა ბანაკის შუაგული, თვით შაჰის კასრავი მოინიშნა.
    როგორც კი გათენდა ვახტანგმა იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი.
    წამით მეფემ ნაცნობი სახე შენიშნა კარვის კალთის მიღმა, მაგრამ ვერ გაიხსენა, სპარსელმა უფლისწულმა მოუქნია ხმალი. მეფემ იფარა ვიგრის ფარი, მარცხენა ხელით ზეასროლილი, იღლია მოუშიშვლდა, იღლიაში გაბჭოლავი ბრჭუალი შეიგრძნო, კარვის კალთის წინ მთელი ტანით აღმართულიყო კაცი გველის უძრავი თვალებით, გაწვართულიყო მშვილდით; ის, ვინც ესროლა გორგასალს შიშველ იღლიას. მაგრამ ტკივილის მიუხედავად ვახტანგმა შუაგაპობილი დააგდო ბარტამი. ხოლო ის მოღალატე გაქრა. ისარი საკმაოდ ღრმად შევიდა სხეულში და მეფემ ვერ ამოიღო. მზის ამოსვლისას დაჭრილი მეფე საღამომდე იბრძოდა, არავის ახლოს არ იყოლებდა, რომ არ შეემჩნიათ ჭრილობა. ისევ იმოდა „დურ აზ გორგასარ“ და სპარსელები ბრძოლის ველიდან გარბოდნენ. გორგასალმა ბრძანა, რომ ყველა სპალალარი და ერისთავი თავის ადგილზე დარჩეს, საომარ წყობით.
    ეს ბრძანა და უჯარმა წავიდა. მთელი გზა ცხენზე ამხედრებულმა გაიარა, მხლებლების შეუშველებლად. როდესაც მივიდა უჯარმას, შევიდა სასახლეში და სარეცელზე დაეცა. ძლივს ამოიღეს ისარი დასტაქარებმა მეფის სხეულიდან. მაინც შეიტყვეს სპარსელებმა ვახტანგ მეფის სასიკვდილოდ დაჭრის შესახებ, გაიხარეს და შემობრუნდნენ. რუსთავიდან ტფილისში გადავიდნენ, მაგრამ არმაზის კართან ნერსემ და ბივრიტიანმა უკუაქციეს მტერი. კავად შაჰმა შეიტყო, რომ ბიზანტიის კეისარი ანასტასი მოისწრაფოდა ქართლისკენ დიდძალი ჯარით. შაჰმა სასწრაფოდ აჰყარა თავისი ჯარი და სამხრეთისკენ გაეშურა.
    კარნუ-ქალაქთან შეიბნენ სპარსელები და ბიზანტიელები. დიდი სისხლისღვრა უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავს გამარჯვებულად, მაგრამ ორივე ხელცარიელი დაბრუნდა თავის სატახტოში.
    ვახტანგმა გარდაცვალების წინ გამოაცხადა დაჩი ახალ ხელმწიფედ და დაუტავა ქართველ ერს ანდერძი: ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის. ვახტანგი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა.

  • sali says:

    au zaan momwons es leqsi magram am komebshi wikipediidan gadmokopirebuli frazebi sawiro ar iyo

  • ana says:

    es tema dgesacarsebobs sqartveloshi radgan kidev unda rusets chveni dapyroba

  • Giio says:

    ess tema maq mec axla da am leqss vsavlob

  • Saba says:

    Mariam cxadaia magari gogo xar xolo es leqsi ufro magari d:d:d:

  • likaa says:

    Xalxno am leqsis analizi xom ar gaqvt? konkursi maq xval da ki davwere mara, arvici kai tu iqneba tan jer ar gadavsulvart amaze da iqneb mishvelot??

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი