მთავარი » ქრისტიანობა

22 აპრილს მცხეთაში ჯვართაღმართების დღესასწაულია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.04.2018 | 2,075 ნახვა

ჯ ვ ა რ თ ა ღ მ ა რ თ ე ბ ა

(„ძლევით შემოსილისა ჯვარისაი“)

მცხეთის ჯვარი„ლიტანიობითნი ლოცუანი ჩუენნი შეიწირენ და შესწირე წინაშე მეუფისა შენისა ქრისტეისა, ღმერთშემოსილო ნინო დიდებულო და გვიხსენ ლოცუითა შენითა განსაცდელთაგან“

(დაუჯდომელი წმ. მოციქულისა ნინოსი)

კვირას, 2018 წლის 22 აპრილს, წმიდა დედაქალაქ მცხეთაში ჯვართაღმართების დღესასწაულია

ა.წ. 22 აპრილს, სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი საზეიმო წირვის შემდეგ დაიწყება ლიტანიობა სამი ჯვრით. სვეტიცხოვლიდან მრევლი ანტიოქიის მონასტრის გავლით მდინარე არაგვს ნავებით გადაკვეთს და მცხეთის ჯვრის მთის ძირში, გეთსამანიის ბაღში, „ქართლის ცხოვრების“ ქვა-სვეტთან შეიკრიბება. აქედან ჯვრებს სამი მიმართულებით გადააბრძანებენ და აღმართავენ მცხეთის ჯვარზე – „ყოველთა ქართველთა გოლგოთაზე“, თხოთის მთაზე – წმ. მეფე მირიანის მოქცევის ადგილზე, და უჯარმაში – სამეფო ქალაქში.

დღესასწაულს საფუძვლად უდევს „ქართლის ცხოვრებაში“ აღწერილი ისტორია, - IV საუკუნეში მომხდარი სასწაული, როდესაც ღვთაებრივი ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვრის და მისგან გამოსული ორი ვარსკვლავის მოძრაობის მიხედვით, წმ. ნინომ, წმ.მეფე მირიანმა , წმ.ეპისკოპოსმა იოანემ და მორწმუნე ერმა აღმართეს ჯვრები მცხეთის ჯვარზე, თხოთის მთასა და უჯარმაში, რასაც ქართლში კერპების მსხვრევა და ხალხის მასიური გაქრისტიანება მოჰყვა; მეფემ კი ორი დღესასწაული დააწესა: „ძლევით შემოსილისა ჯუარისაი“, – აღდგომიდან მესამე კვირას (ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვრის და მისგან გამოსული ორი ვარსკვლავის აღსანიშნავად) და „ჯვრის გამოჩინების დღე“, – სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს, როდესაც ჯვრის მონასტრის ადგილზე აღმართული ჯვარი ღვთისგან ზეციური ჯვრით და ანგელოზთა მონაწილეობით იკურთხა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღადგინა ჯვართაღმართების და ჯვრის გამოჩინების ეს უძველესი დღესასწაულები მისმა უწმინდესობამ ყოველწლიურად, აღდგომიდან მესამე კვირას, დააწესა ჯვრების აღმართვა მცხეთის ჯვრის მონასტერში, თხოთის მთასა და უჯარმაში და წინა წელს უკვე აღმართული ჯვრების გადაბრძანება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში, როგორც წმინდა ნინოს დროინდელი „ძლევით შემოსილი ჯვრის “ სიმბოლოების.

ჯვართაღმართება კერპთაყვანისმცემლობაზე ქრისტიანობის გამარჯვების ზეიმია!

წელს ჯვრები გადაბრძანდება:

მცხეთის ჯვრიდან – სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში;

თხოთის მთიდან – რუისისა და ურბნისის ეპარქიაში;

უჯარმიდან – აგარაკ-წალკის ეპარქია

P.S. მსურველებს შეუძლიათ თავისი ტრანსპორტით მონაწილეობა მიიღონ ჯვრების ეპარქიაში გადაბრძანებაშიც.

ჯვრები

სვეტიცხოვლის ტაძრის თავზე ზეციდან გარდამოსული ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვრის მიმოსვლამ საუკუნოდ აღბეჭდა გზა უფლის კვართიდან მცხეთის ჯვრამდე – ქართველთა გოლგოთამდე.

წყარო: http://patriarchate.ge/


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.