მთავარი » სხვადასხვა

21-28 ოქტომბერი – კლიმატის ცვლილების კვირეული საქართველოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.10.2012 | 1,396 ნახვა

საქართველოში 21-28 ოქტომბერს კლიმატის ცვლილების კვირეული ჩატარდება. კვირეულში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა – ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

კლიმატის კვირეული

ღონისძიების მიზანია საზოგადოების მობილიზება და მისი აქტიური ჩართვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შერბილების პროცესებში. ამ ყოველწლიურ კვირეულს უკვე მეოთხედ ორგანიზებას უწევს მწვანეთა მოძრაობა საქართველო, დედამიწის მეგობრები – საქართველო.

2012 წლის კლიმატის კვირეულის გამოწვევაა: დავიწყოთ მცირედით – ერთად და ნელ-ნელა!

კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში პროგრამა გეგმავს ბავშვთა ნახატების გამოფენის “ბუნება და ბავშვები” მოწყობას შვიდ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში – დედოფლისწყაროში, სიღნაღში, საგარეჯოში, მარნეულში, ბოლნისში, დმანისში და ნინოწმინდაში.

გამოფენის დღეს, ნახატების ავტორი ბავშვები დაჯილდოვდებიან მადლობის სიგელებით და საჩუქრებით, რომელსაც მათ პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები გადასცემენ.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ჩატარდება. ამ რეგიონებშიც. სამიზნე არეალებში შეირჩევა სკოლები და მოხდება კლიმატის ცვლილების შესახებ ადგილობრივი ცოდნის მოძიებისა და შეგროვების კამპანიის ინიცირება. აქტივობის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ შერჩეული სკოლის მოსწავლეები. ბავშვები, რომლებიც ყველაზე საინტერესო მოხსენებას წარადგენენ, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდებიან.

კლიმატის ცვლილების კვირეული წელს საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი