მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

2015–2016 სასწავლო წელი დაიწყო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.09.2015 ერთი კომენტარი | 2,323 ნახვა

წყარო: http://mes.gov.ge

“14 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოსწავლეებს, განათლების სამინისტრო მათ მშობლებსა და პედაგოგებს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის საჯარო სკოლიდან მიულოცეს.

მთავრობის მეთაურმა და განათლების მინისტრმა, მილოცვის შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერეს ახლადაშენებული თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობა. სკოლა სწორედ 14 სექტემბერს გაიხსნა და პირველად უმასპინძლა სოფელ წილკანის მოსწავლეებს.

ახალ სკოლაში ყველაფერია, რაც ევროპული სტანდარტების სკოლას შეესაბამება– თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, დიდი ლამაზი საკლასო ოთახები ახალი სასკოლო მერხებითა და დაფებით, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და აღჭურვილია სპეციალური პანდუსებითა და ლიფტით, წილკანის სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი, იგი ერთ–ერთი დიდი სოფლის სკოლაა და მისი მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სოფლის მოსახლეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ სკოლას სპორტული ინვენტარი ჩაუტანა, რომელიც სკოლისთვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ გამოყო.

რაც შეეხება სიახლეებს, ახალ სასწავლო წელს სამინისტრო ბევრი სიახლით ხვდება:

სასწავლო წლის დაწყებისათვის 3 ახალი სკოლა გაიხსნა (2013 წლიდან ჯამში სულ 10 ახალი სკოლაა ექსპლუატაციაში შესული, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და გაიხსნება კიდევ 8 სკოლა. 20 სკოლის პროექტირება მიმდინარეობს, საიდანაც 6 ის მშენებლობა წელსვე დაიწყება);

წელს 500 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ჩატარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მეორე წელია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ისე რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს. 2013 წლიდან მოყოლებული, ფუნდამენტური რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაახლოებით 1200 სკოლას (კარ ფანჯარა, სახურავი, სველი წერტილები, გათბობა და სხვა);

სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ექნება ყველა მოსწავლეს. ყველა რაიონში ჩატანილია წიგნები და ძირითადი რაოდენობები სკოლებშიც დარიგებულია. მიმდინარეობს მცირედი დანაკლისების შევსება;
პირველკლასელებს განახლებული კომპიუტერები გადაეცემათ;

წელს ტრანსპორტი 1200 სკოლას (60 000 მოსწავლეს) მოემსახურება;

ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 ცალი მერხი და სკამია შეძენილი, 1500 სკოლაში განახლდა ინვენტარი;

მიმდინარე სასწავლო წელს კომპიუტერული კლასების განახლება განხორციელდება. ტექნიკა უკვე შეძენილია 560 სკოლისთვის;

დავამატეთ ექიმის კაბინეტები. წელს უკვე 300 -მდე სკოლას ექნება ექიმის სერვისი.

წლევანდელი წელი მთლიანად მასწავლებლებს ეძღვნება!

სახელმწიფომ დაიწყო მასწავლებელზე, მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა. ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის მიხედვით კარიერულ ზრდას თან ახლავს ანაზღაურების მატება, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებისათვის. სახემწიფომ ამ მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზება მოახდინა და უკვე სექტემბერში საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. ხელფასის ზრდა 2016 წლის 1 აპრილსაც განხორციელდება და სულ რაღაც წელიწადნახევარში მასწავლებლის ანაზღაურება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე მაღალი გახდება.

2015–2016 სასწავლო წელს სახელფასო მატება ორჯერ განხორციელდება. 2015 წლის 1 სექტემბრიდან საბაზო ხელფასი ყველასათვის გაიზრდება 50 ლარით. ამის გარდა მეორე საფეხურის მასწავლებელი მიიღებს დანამატს 160 ლარის ოდენობით; მესამე საფეხურის მასწავლებელი მიიღებს დანამატს 250 ლარის ოდენობით; მეოთხე საფეხურის მასწავლებელი მიიღებს დანამატს 300 ლარის ოდენობით.

2016 წლის 1 აპრილიდან მასწავლებლის საბაზო ხელფასი გაიზრდება კიდევ 50 ლარით. ამის გარდა, მეორე საფეხურის მასწავლებელი მიიღებს დანამატს 180 ლარის ოდენობით; მესამე საფეხურის მასწავლებელი მიიღებს დანამატს 270 ლარის ოდენობით; მეოთხე საფეხურის მასწავლებელი მიიღებს დანამატს 400 ლარის ოდენობით.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი