მთავარი » სხვადასხვა

2012 წლამდე საქართველოში რამდენიმე ათეული ძეგლი აღდგება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.10.2012 ერთი კომენტარი | 1,362 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შატილისა და ქვემო სვანეთის ავარიუილი კოშკების რეაბილიტაცია. ძეგლების აღდგენა ყველაზე რთული სამუშაობი ხორციელდება სოფელ კვავლოში, სადაც ყველაზე მაღალ ადგილას აღმართულ კოშკზე სამუშაობის განხორციელებას ძეგლის მდებაროება და ადგილზე საშენი მასალის მიტანა ართულებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2012 წლის ბოლომდე პირვანდელ სახეს დაიბრუნებს დარეჯანის სასახლის კარის ფერისცვალების ეკლესია (ქ.თბილისი), თხინვალას წმ. გიორგის ეკლესია, სოფ. ცხეთის (ცაგერის მუნიციპალიტეტი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ხაშმის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) კაწარეთის სამების ეკლესია და სოფელ ტვიბის (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.
რეაბილიტაციის II ეტაპი დასრულდება ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ეკლესიაში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).

წლის ბოლომდე გაგრძელდება ფუძნარის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, მანგლისის ტაძრის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მოხატულობის კონსერვაცია, ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი მირზაანი) რეაბილიტაცია და სამუზეუმო სივრცის მოწყობა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მარიამი says:

    დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა
    ღმერთო შენ შეგვეწიე და აღგვადგენინე მთავარანგელოზის ტაძარი (ამჟამინდელი პარლამენტის შენობა)
    შენ დაგვიბრუნე უფალო ახალი ათონი,
    ჩემო უფალო, წმინდა სიყვარულო, ანგელოზო საკვირველო, შენ დაგვიბრუნე ახალი ათონი მეფევ და მეუფევ ჩვენო.
    კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
    რაღაც ვგრძნობ უფალო, რომ ახალ ათონს მალე ჩავეხუტები

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი