მთავარი » სხვადასხვა

2012 – მითი ქვეყნის აღსასრულის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.11.2009 22 კომენტარი | 21,818 ნახვა

დასრულდება თუ არა ცხოვრება 2012 წელს?

2012ყველაფერი ფილმით დაიწყო… როლანდ ემერიჰის ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი ($ 260 000 000) ბლოკბასტერი “2012” სამყაროს აღსასრულზეა. 12 ნოემბერს მსოფლიო პრემიერა თბილისის კინოთეატრებშიც შედგა.

მაყურებელი ნამდვილად დააფიქრა ამ ფილმმა, არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში, ხალხმა დაიწყო საუბარი 2012 წლის აპოკალიფსზე.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ფილმი და აქვს თუ არა შიშის საფუძველი საზოგადოებას?

მართლმადიდებელი სამყაროსთვის მითს 2012 წლის შესახებ არანაირი დატვირთვა არ აქვს. ვაკის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის დეკანოზი საბა ლევერაშვილი: “ქრისტიანული სამყაროსთვის მითს 2012 წლის შესახებ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მორწმუნე საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს. ყოველი ჭეშმარიტი
მორწმუნე ადამიანი უფლის სამჯავროს მოლოდინში უნდა იყოს”.

საინტერესოა, რას ფიქრობენ მეცნიერები: მაგალითად, ნასას (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამართველო აშშ-ში) მეცნიერები ამბობენ, რომ 2012 წლის 21 დეკემბერი ქვეყნის აღსასრულის დღე არ იქნება. მითი ქვეყნის აღსასრულის შესახებ იწყება მოჩვენებითი პლანეტით, რომელიც მოემართება დედამიწისკენ ანუ მოხდება შეჯახება. ეს კატასტროფა ჯერ კიდევ 2003 წლის მაისში იყო ნავარაუდები; 2003 წელს, ფაქტია, არაფერი არ მომხდარა, დღეს კი ეს თარიღი 2012 წლისთვის გადადეს და რატომღაც მაიას ტომს დაუკავშირეს, უფრო კონკრეტულად, მაიას ტომის კალენდარს და თქვეს, რომ ის სწორედ 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება.

რაც შეეხება ამ ტომის კალენდარს, ის 2012 წლის 21 დეკემბერს არ მთავრდება. თუ ჩვეულებრივი კალენდარი 31 დეკემბერს სრულდება და იწყება ახალი წელი, მაიას ტომის ერთ-ერთი კალენდარი 2012 წლის 21 დეკემბერს სრულდება და იწყება ახალი პერიოდი. ეს არის პერიოდი, როდესაც უდიდესი ციკლი მაიას კალენდარში 5,127,35 წელი სრულდება და იწყება ახალი ციკლი. იდეა ამ თარიღის შესახებ, სულაც არ გულისხმობს ქვეყნის აღსასრულს, პირიქით, ეს მათთვის ახალი პერიოდი, ახალი დღეა. ამის შესახებ ვრცლად წერს ენტონი ავენი, რომელიც ავტორია წიგნისა “The Maya Mystery of 2012”.

ამ ფაქტს უარყოფს სხვა ბევრი მეცნიერიც, შეუძლებელია მაიას ტომს ეს სცოდნოდა, არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა და ცოდნა გაიგონ საერთოდ ფიქრობდნენ თუ არა ქვეყნის აღსასრულზე, ეს კომენტარი მაიას ტომის მკვლევარმა, არქეოლოგმა და ასტრონომმა Susan Milbrath-მა გააკეთა, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში.

ყველაზე საინტერესოა ვინმე ბატონი პიქსტუნის კომენტარი, რომელიც მაიას ტომის უხუცესი შთამომავალია, ის ამტკიცებს, რომ 2012 წელი მაის ტომის კალენდრის მიხედვით არ არის ქვეყნის აღსასრულის თარიღი.

2012 ქვეყნის აღსასრული

ზოგადად ეს ფენომენი შექმნა მედიამ და ხალხმა. ჩემი აზრით, მითი, რომ უძველესმა ცივილიზაციებმა იწინასწარმეტყველეს მსოფლიოს აღსასრული, რომელიც თითქოსდა მაიას ტომის კალენდრის მიხედვით გახდა ცნობილი კარგად დაგეგმილი ფილმის პიარი იყო; რაც ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, ისინი შეშინდნენ და დაიწყეს ფიქრი, აზრი აქვს თუ არა მათ ცხოვრებას, ფიქრობენ შვილებზე, ოჯახზე, იმაზე, რომ ჯერ ადრეა მათთვის სიკვდილი.

ერთ-ერთ ქვეყანაში იყო ასეთი შემთხვევა: ორი თინეიჯერი ფიქრობდა მოეკლათ ერთმანეთი, რათა არ ეყურებინათ და არ დატანჯულიყვნენ იმით, თუ როგორ ინგრევა მსოფლიო. ეს მოსაზრება მარტო თინეიჯერებს არ ჰქონიათ, რამდენიმე ქალბატონს გაუჩნდა სურვილი, ჯერ ოჯახის წევრები დაეხოცა, შემდგომ თავი მოეკლათ”.

საბედნიეროდ, მეცნიერებმა და არა მარტო მეცნიერებმა უარყვეს ეს წინასწარმეტყველება და 2012 წლის აპოკალიპსი უბრალოდ მითად მიიჩნიეს, რაც ნაწილობრივ დაეხმარა საზოგადოებას, მაგრამ გარკვეულ წილად შიში ამ მითის შესახებ მაინც იგრძნობა.

არავინ იცის, როდის იქნება სამყაროს აღსასრული, “2012” კი მხოლოდ ფილმია და მორიგი წარმატებული ბლოკბასტერი ჰოლივუდის ისტორიაში.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

22 კომენტარი »

  • ani says:

    dzalian kargadaa dasabutebuli rom shishi da panikebi uazrobaa da usafuzvlo…vetanxmebi avtors…

  • luka says:

    chemi azrit miti ‘2012′-ze sheqmnes filmis scenaris miznit da konkretulad imistvis rom fuli eshovnat… mshvenieri shiaanrsi aqvs films da tan sinamdviles daukavshires ritic dzalian bevri fuli ishovnes….. mivendot ufals

  • salome says:

    Cemi azriT es statia ufro farTo masStabiT unda gamoqveyndes, rogor SeiZleba ifiqro rom dedamiwis arseboba mxolod erT dReSi SeiZleba Sewydes, Zalian momewona avtoris pozicia, es marTlac piaria.

  • salome says:

    me adre megona ro kacobrioba amowydeboda da amistvis bevri vitire tan 1o wlis var tan advili dasajerebeli iyo chemtvis magram es rom wavikitxe agar mjera dzaan magrad aqvs dawerili avtors da visac amis sjera aucileblad waikitxon

  • nina says:

    ”2012” mxolod mitia da yovelgvar realobasaa moklebuli, rasac statiashic tanmimdevrulad gvisabutebs avtori.. Tumca piar menejerebs ar sheshliat da pilmma martlac gamoiwvia parto masevis daintereseba, diskusia sazogadoebis sxvadasxva penashi.

  • mariami says:

    Ert ert gadacemashi modzgvari swored aokalipsze saubrobda da man eseti praza tkva: xalxo qristesi ar gjerat da maias tomebis winaswarmetyvelebas ijerebt? qristem xom dagvibara rom aravin icis winaswar rodis ikneba qveynis arsasruli. aserom martlac mivigot es pilmi rogorc kinoxelovanis namushevari, kargad gayidvadi pilmi.. :) didi madloba avtors, statia sakmaod dadebiti muxtit sruldeba.

  • ნათია says:

    ტუ უფალი არსებობს ჰვენს გულებჰი მაჰინ ჰიჰი აგარ არსებობს.

  • ლია says:

    sisulelea ast rameebse fiqri da shishi.meored mosvla rodis iqneba aravin ar icis,uflis garda.

  • მაკა says:

    ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი სცენარის ნაწილია.ეს ფილმიც.,,ვარსკვლავური ომებიც,, და ა.შ. ზომბირება,პანიკის თესვა და მზადებაა იმ მოვლენებისთვის,რაც უნდა დაიწყოს მსოფლიოში.საერთო მტერი ანუ უცხოპლანატალები ახლოვდებიან!ცაზე დაფრინავენ კაშკაშა ობიექტები(რასაც თავად ქმნიან ფიზიკის ლაბორატორიებში)და მეცნიერები მასონების დავალებით ,,წინასწარმეტყველებენ,,რომ ისინი 2012 ნოემბერში უნდა შემოგვესიონ!ჩემი თვალით წავიკითხე,რომ მათთან ,,სასაუბრო,,ენაც კი განსაზღვრეს და გავამზადებენ,რომ ყველა გაერთიანდეს ამ საერთო მტრის წინააღმდეგ ,მსოფლიოში უნდა დამყარდეს საერთო დიქტატურა და წესრიგი საერთო მტრის წინააღმდეგ,საერთო დიქტატორის მეშვეობით.მანამდე კი უნდა დაიმორჩილონ ურჩი ქვეყნები,ნანოტექნოლოგოებით ქმნიან არსებებს,ცაზე დიიდ კომპიუტერს მოაწყობენ,პარალელურად კატაკლიზმები,და ადამიანების აღრიცხვა ნანოჩიპებით.ეს ყველაფერი წარმოდგენაშიც კი რაღაც კოშმარ სიზმარს გავს,მაგრამ ვაი,რომ რეალობისკენ მიდის…

  • დიმა says:

    საყოველთაო ურწმუნოების ბრალია ეს ყველაფერი! თვითმკვლელობაზე ფიქრი კი მითუმეტეს. არც ერთ ჭეშმარიტ მორწმუნე მართლმადიდებელს არ უნდა აწუხებდეს ან აშინებდეს ასეთი გაზვიადებული და გაპიარებული მითები.

    • ეკა says:

      გეთანხმებით,ურწმუნოების ბრალია ეს ყველაფერი!მორწმუნე ადამიანს არ უნდა სჯეროდეს მსგავსი სისულელეების.როდის რა მოხდება ,მხოლოდ ღვთის ნებაა!

  • ნინო says:

    გეთანხმებით,დიმა,მაგრამ ფხიზლად ყოფნა კი საჭიროა.

  • გვანცა says:

    არც არასდროს მჯეროდა მაიას ტომის ბოდიალი:DD(საბედნიეროდ:)

  • besiki says:

    didi madloba lika aladaShvils. aucilebelia bevri daiceros amis Sesaxeb vinaidan bavSvebi sasocarkvetilebaSi vardebian. didi adgili unda daetmos yovelive amas televiziitac.
    Dideba Upals…

  • ლაშა says:

    მაგ თემაზე ეხლა რო ვინერვიულო ალბათ ხვალამდეც ვერ გავქაჩავ:D:D:D:D

  • თათია says:

    ეგ ფოტო მაინც მაშინებს :D

  • მაია says:

    Tu bibliis saxit vimsjelebt am samkaros kide imdeni rame darcha gadasatani saubedurod ro qveknis dasasryli 2012 cels ro moxdes martla es didi ckaloba iqneba gvtisgan rata dasruldes ertxel da samudamot dedamca jojoxetis,,iset rames cinascar metkveleben axla rom arc minda amas shevescro,,dideba upals,,ikos neba misi,,

  • მე არ მჯერა ქვეყნის აღსასრულის, მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება.

  • ia says:

    Am statiis avtors vekitxebi! Dacerili textidan bevri ram usapudzvlod aris dacerili.me mainteresebs jer pirvelrigshi rom idzaxit 2012- pilmma mteli sakartvelo da msoplio shedzra-es simartles ar sheesabameba radgan msoplioshi dzalian bevrs da gansakitrebit iset ganvitarebul da goneba gaxsnil sazogadoebas rogoric aris evropa, chrdiloet amerika (kanadac) bevri aziis kveknebi (iaponia), avstralia, axali zelandia, mosaxleobis umravlesobas es pilmi sasacilodac are eko.xolo iset kveknebs sdac ganatleba dabalia dato xalxi shesabamisad goneba gauxsnelia didi mitkma motkma mokva.meore is rom is istoriebi adamianebi ertmanetis mokvlas apirebdnen aseti inpormaciis gavrcelebis shemtxvevashi dzalian gtxovt miutitot is kveknebi da kalakebi sadac es sisuleebi moxda ase dacera ‘ert ert kvekanashi’ tu tkven pakts cert mashin daamtkices rom simartlea tu ara da gagonili ambavit rashic tkven tviton darcmunebuli ar xart sxvebsac nu sheikvant shecdomashi.aseve rom cert ‘ vinme ‘vinme batoni pikstunis komentari’ sasurveli ikneba miutitot vin aris es batoni da ras carmoadgens sazogadoebashi, radgan aseti mnishvnelovania misi komentari rom tkvenc ki sheitanet statiashi.da saertod samcuxarod sazogadoebis didi nacili sakartveloshi azrovnebs imit vin ra tkva da kovelgvari gadamocmebis gareshe sjerat gavrcelebuli inpormaciebi.cota ckeptikurd unda viazrovnot da unda gvkondes damamtkicebeli fakti ama tu im chorisa.

  • GAMARJO ALL. XALXNO TKVEN GJERAT ROM RAME MOXDEBA???? XALXS CAMS MAIAS TOMIS ROMLEBIC COCXAL ADAMIANEBS MSXVREPLAD CIRAVDEN GULS GLEJDNEN DA XELSHI ICERDNEN GULI KI PETKVDA. TKVEN ASETI URCMUNO XALXIS GJERAAT??? IMEDIA ARA. RODESAC MAIS TOMSHI CHAVIDA TETRKANIANI MAIAS TOMELEBMA ISI GMERTAD CHATVALES DA SAMICLIS BAVSHVI SHESCIRES. XOLO KRISTIANEBI ROMLEBIC ATAS SASCAULS AKETEBDNEN,KURNAVDNEN DASNEULEBULEBS. TUND UFALMA IESO KRISTEM RDESAC CKALI GVINOD GADAAKCIA,RODESAC MAN EKLESIA DAANGRIA DA OR DGESHI AASHENA.ES ARIS SARCMUNO DA ARA URJULO MAIAS TOMELEBI.TUNDAC SAIDAN UNDA ICODEN MAT MEORED MOSVLA AN APOKALIPSI ES XOM ANGELOZEBMAC KIA AR ICIAN. XALXNO AR IPANIKOT ARAFERI MOXDEBA :)

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.