მთავარი » დღესასწაულები

2011 წლის ალილო თბილისში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.01.2011 ერთი კომენტარი | 2,231 ნახვა

mealoloebi
იესო ქრისტეს შობა უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც სიხარულით ხვდება სრულიად მართლმადიდებლური სამყარო.

შობას საქართველოში თან ახლავს ალილოს უძველესი ტრადიცია.

XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გარკვეული ხნით, ალილოს რიტუალი დავიწყებას მიეცა. თუმცა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა – კურთხევით ეს უმშვენიერესი ტრადიცია კვლევ აღორძინდა.

უკვე მეთერთმეტე წელია რაც ალილო განსაკუთრებული მსვლელობით აღინიშნება ყოველ შობა დღეს. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება საზეიმო მსვლელობას.

msvlelobaწელს ალილოს მსვლელობა 14:00 საათზე ტრადიციულად ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის) მოედნიდან დაიწყო, თეატრალიზებულ მსვლელობას წინ ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი პატარა ბავშვები მიუძღვებიან, მათ უკან მწყემსები მოსდევენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებენ. პირველებმა ხომ სწორედ მწყემსებმა სცეს თაყვანი ახალადდაბადებულ იესო ქრისტეს, მათ მოსდევს ხარკამეჩშებმული ურმები სადაც შესაწირავი გროვდება. მათ მოგვიანებით ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში დაარიგებენ.teatralizebuli
ხარკამეჩს, დეკორატიულ აქლემებსა და სპილოებზე შემომსხდარი მოგვები მოჰყვებიან, მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ქრისტეს დაბადება, ხოლო მოგვებმა ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი შენიშნეს, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი. მოგვებმა გადაწყვიტეს, მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას ძღვენიც მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს. მოგვების შემდეგ მოდიან თეთრ სტიქრებში შემოსილი ახალგაზრდები ბაირაღებითა და დროშებით ხელში, მათ უკან მოაბრძანებენ შობის ხატს და ბოლოს მოდის სამღვდელოება, ჩოხოსნები და მრევლი, რუსთაველის გამზირზე საკმეველის სუნი ტრიალებს.monawileebi

ალილოში ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. გარშემო ყველგან სიხარული სუფევს, მსვლელობა ნელ – ნელა გალობით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიიწევს.

ალილოს პროცესია სამ ადგილას ჩერდება, მსვლელობა პირველად პარლამენტის შენობასთან შეჩერდა სადაც მას დეპუტატები და პარლამენტის თავჯდომარე ბატონი დავით ბაქრაძე შეეგება, მათ ტკბილეული კალათებით ურმებში ჩადგეს და ხალხს შობა მიულოცეს, ბ.ნ დავით ბაქრაძემ განაცხადა: „ალილო არის უძველესი ქრისტიანული ტრადიცია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ქველმოქმედებას, მოყვასისთვის სიკეთეს, მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემს ოჯახთან, ბავშვებთან ერთად მივიღო მონაწილეობა ამ ულამაზეს ტრადიციაში. რომელიც ბოლო წლებში აღდგა და ძალიან პოპულარული გახდა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ძალისხმევით.“

შემდეგი გაჩერება საკრებულოსთან (თავისუფლების მოედანზე) იყო სადაც მსვლელობას შეუერთდნენ საკრებულოს თავჯდომარე ბ.ნ ზაალ სამადაშვილი და საკრებულოს წევრები. მათ მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული გადასცეს და შობა მიულოცეს.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი მსვლელობის ერთი ნაწილი საპატრიარქოსკენ წავიდა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II შეეგება. მან კიდევ ერთხელ მიულოცა შობა სრულიად საქართველოს, დალოცა ალილოს მონაწილეები და საშობაო ნობათი გადასცა. „ეს არის დიდი დღესასწაული, ზეიმი ცისა და ქვეყნისა. როგორც საგალობელში წერია, ღვთისმშობელმა დედამ მოსდრიკა ცანი და ციდან გარდამოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ბედნიერი და დალოცვილი იყოს მთელი საქართველო’’– განაცხადა პატრიარქმა.

ალილოს მსვლელობა, როგორც უკვე ვთქვით, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო პარაკლისი აღავლინეს.

ალილო არის უმნიშვნელოვანესი ტრადიცია რომელიც ემსახურება ურთიერთდახმარებას, ეს არის დღე როდესაც ერთდროულად ხარობს ცა და დედამიწა, დღე სიხარულისა და საყოველთაო ქველმოქმედებისა.
kashueti
მსვლელობაზე მოგროვილი ნობათი დახარისხდება და 9 იანვარს ალილოს საორგანიზაციო ჯგუფის მიერ განაწილდება – მოხუცებულთა თავშესაფარში, უნარშეზღუდულ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებში.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ხატია says:

    ასეთი ულამაზსი,სასარგებლო და ღვთისათვის სათნო ეროვნული ტრადიციები უნდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ! უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს.ძალიან კარგი და დახვეწილი ენით დაწერილი სტატიაა.გმადლობთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.