მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

20 მაისს პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია იწყება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.05.2014 | 2,040 ნახვა

სამშაბათს, 20 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყება პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2014-2015 სასწავლო წლისათვის, რომელიც დასრულდება 20 ივნისის, საღამოს 9 საათზე. პირველკლასელი ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ბრიფინგი გამართა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა www.mes.gov.ge და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე www.registration.emis.ge; სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი, რომელსაც რეგისტრაციის ფორმაში შეჰყავს მოსწავლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მშობლის პირადი ნომერი. ასევე, ტელეფონის ნომერი, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება.

სისტემა არეგისტრირებს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი. გამონაკლისის სახით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს რეგისტრირებულნი იყვნენ კერძო სკოლების მოსამზადებელ კლასებში. მოქმედი კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს მშობლებს რეგისტრაციის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას. ამასთან, გაითვალისწინონ, რომ ერთდროულად რამდენიმე პირის მიერ, პარალელურად ან რამოდენიმეჯერ, ერთი და იმავე ბავშვის რეგისტრაციის მცდელობა დაუშვებელია, რამდენადაც სისტემა ავტომატურად შეზღუდავს რეგისტრაციას.

15 მაისს დასრულდა პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტების მიღება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი