მთავარი » სხვადასხვა

2 თებერვალი – ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.02.2013 ერთი კომენტარი | 2,363 ნახვა

1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს კონვენცია “საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ”. ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე მას შემდეგ ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

რამსარის კონვენცია ერთადერთი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ეკოსისტემას განსაზღვრავს ეროვნულ ქმედებებს და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ჭარბტენიანი ტერიტორიების რესურსების კონსერვაციისა და გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად. 1997 წლის შემდე, ყოველწლიურად, სახელმწიფო სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში, რაც ეხება ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და ზოგადად რამსარის კონვენციის მნიშვნელობას.

ჭარბტენიანი ტერიტორიები:

– ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების წყაროებს სახეობების, გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე;

– გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით;

– ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის; მისი მზარდი ხელყოფა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს და ეკოსისტემას;

– უნდა მოხდეს მისი აღდგენა სადაც ეს შესაძლებელია

– საჭიროა მოხდეს მისი კონსერვაცია გონივრული გამოყენების მიზნით

საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია:

– ცენტრალური კოლხეთის ჭაობები (მოიცავს იმნათის, ნაბადასა და ჭურიის ჭაობებს, პალიასტომის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიებს);

– ისპანის ჭაობი (მოიცავს ქობულეთის აღკვეთილსა და ნაკრძალს).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი