მთავარი » ქრისტიანობა

17 მარტს სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.03.2020 | 238 ნახვა

7 მარტს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირები ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ დაიძვრებიან და მას აკურთხებენ.

ამის შესახებ პატრიარქის ბრძანება სამების საკათედრო ტაძარში მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო.

ასევე მან აღნიშნა, რომ ყოველდღიურად დღეში სამჯერ მრევლმა კონკრეტული ლოცვები უნდა წაიკითხოს.

“მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. ამიტომ სახელმწიფო იღებს გარკვეული სახის ზომებს. ეკლესიამაც გადაწყვიტა რ გარკვეული სახის ზომები მივიღო, ვიღაც გამოიხატება ლოცვაში. ერთი ლოცვა დღეს შესრულდა 12:00 საათზე და უნდა დაირეკოს ზარები ყველა ტაძარში. ითქვას საერთო ლოცვით “მამაო ჩვენო” , “ღვთისმშობელო ქალწულო” და “მოწყალებისა კარი განგვიღე”. იგივე ლოცვები ყოველდღიურად უნდა იქნეს წაკითხული სამგზის. ასევე ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რომელიც იწყება ღვთისმშობლის კონდაკით – -“ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა”.

ეს დაუჯდომელი უნდა იქნეს წაკითხული ყოველდღე თითოეული ჩვენგანის მიერ თავის კანონთან ერთად. ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე რომელი ქუჩები აკრავს ამა თუ იმ ტაძარს. ხოლო სამშაბათს, ზეგ სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები”,- განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი