მთავარი » სხვადასხვა

17 აპრილს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.04.2015 | 1,678 ნახვა

17 აპრილს, 17:00 სთ-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის სააქტო დარბაზში ინტერნეტჟურნალ “ამბიონისა” და საქველმოქმედო ფონდ “ბარაკონის” ორგანიზებით გაიმართება ეკლესია საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც გლდანის რაიონში მდებარე თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის საეკლესიო კომპლექსის დასახმარებლად ეწყობა.

კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები: წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მგალობელთა გუნდი, “ბარაკონი”, “ერქვანი”, “გოგოჭურები”, პაატა თედიაშვილი…

შეგახსენებთ, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა. ტაძრის მშენებლობას სათავეში უდგას დეკანოზი დავითი (დათუაშვილი). ტაძარი ღვთის შეწევნით, მხოლოდ მრევლის მიერ გაღებული შემოწირულობების საფუძველზე შენდება.

პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო. წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარმა, როგორც მშენებარე ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო. 2011 წლის 25 დეკემბერს ტაძარში პირველი წირვა აღევლინა. ტაძარი, 2015 წლის 6 თებერვალს, აგარ-წალკის ეპარქიის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ აკურთხა.

პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დიდი ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება იგეგმება. ამასთანავე, ტაძრის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს საეკლესიო ხელოვნების სკოლა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდები სულიერებას აიმაღლებენ და თან კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებიან.

მიმღების ბანკი: თიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE97 TB11 3143 6080 1000 02
მიმღები: თბილისის მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი