მთავარი » დღესასწაულები

13 ნოემბერი-საეკლესიო და ეროვნული დღესასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.11.2012 2 კომენტარი | 6,157 ნახვა

ქართველ ადამიანს სულის სიმტკიცე ახასიათებს

სამება2011 წლის 13 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართველ ხალხს საეკლესიო და ეროვნული დღესასწაული- 100 ათასი მოწამის ხსენების დღე მიულოცა.

“მსოფლიოს არ ახსოვს, ისტორიაში არ არის შემთხვევა, რომ ერთდროულად 100 000 მოწამე ეწამათ. საქართველოში და ქართველი ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც არაჩვეულებრივია. ვახტანგ გორგასალმა, ჩვენმა დიდმა მეფემ დაგვიტოვა ანდერძი: ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსო. გავიხსენოთ დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ანდერძიც: ყველამ დამადგით გულზე ფეხიო. ასეთ ანდერძს მეფე კი არა, უბრალო ადამიანიც არ იტყვის. ყველაფერი არაჩვეულებრივია ჩვენთან,”- აღნიშნა უწმიდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას ქართველი ადამიანის ხასიათზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ქართველი ადამიანი არის ცეცხლი და წყალი. როგორი შეუთავსებელიც არის ცეცხლი და წყალი, ასეთი შეუთავსებელია ადამიანი თვისებებით, სურვილებით. მან 100 ათასი ქართველის წამების ისტორიაც გაიხსენა: “დღეს თაყვანს ვცემთ და დიდი მადლიერებით ვიხსენიებთ 100 ათასი ქართველის ღვაწლს. მართალია ამდენი ადამიანი ეწამა, მაგრამ მათ განამტკიცეს რწმენა და ქართველობა სხვა ხალხში.” უწმინდესის განცხადებით, წამებულ ქართველებს სულიერ ძალას აძლევდა ის გენები, რომ ისინი ქართველები იყვნენ.

“გენებს, წინაპრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გადადის თაობიდან თაობაზე. იმდენად დიდია ქართველი ადამიანის გენეტიკა ვერ მოსპო მტერმა ქართული სული. ეს სულიერი სიძლიერე დარჩა ჩვენში. ქართველ ადამიანს ახასიათებს სულის სიმტკიცე. ქართველი ადამიანი მოსიყვარულეა. ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ამ თვისებით და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია სიძულვილი და ბოროტება ვატაროთ გულში. ადამიანი, რომელიც ატარებს ამას, თვითონვე ისჯება, იტანჯება. გემეტიკა, რწმენა, აღზრდა – ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე, ადამიანის თვისებებზე. ქართველი ადამიანი მოწყალეა. ჩვენ შეიძლება არ შეგვიძლია იმხელა მოღვაწეობა, როგორიც შიო მღვიმელს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დახმარება, მოწყალება ეს თვისებები და კიდევ ბევრი რამ”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლს თხოვნით მიმართა, ჩამოწერონ საკუთარი დადებითი და უარყოფითი თვისებები და შემდეგ იბრძოლონ უარყოფითი თვისებების დაძლევისთვის. რადგან წმიდა მამები ამბობენ, ვინც დასძლევს საკუთარ თავს, ის დასძლევს მთელ მსოფლიოს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ფეისბუქზე იყო ქილიკი ამ რიცხვთან დაკავშირებით. წესიერი ადამიანისთვის, თუნდაც ის მართლმადიდებელი არ იყოს, დაუშვებელია ასეტ საკითხზე ქილიკი 100 000 იყო. 10 000, თუ 100, ან 10 კაცი.როგორც წესი, სხვატა ტავგანწირვაზე დაცინვით ისისნი საუბრობენ ხოლმე, რომელთაც არ შეუძლიათ ვინმეს, ან რაიმე დიდი იდეის სიყვარული და შესაბამისად თავგანწირვა. ქართველ სასულიერო პირებს კი მართებთ ზნეობა, ძალიან კარგი განათლება, უპირველეს ყოვლისა ქართული კლასიკის ზედმიწევნით ცოდნა. ვინაიდან ეს არის უმაღლესი კატეგორიის მართლმადიდებლური მწერლობა, რომელშიც გამთლიანებულია ქრისტიანული მწერლობის ყველა დარგი და ისტორია, როგორც საქართველოსი, ასევე მსოფლიოსი. ღრმად განათლებული სასულიერო პირი 2 კურდღელს დაიჭერს, მრევლს მოიზიდავს და მას ქართული მწერლობისკენ მიაბრუნებს, რომელიც დღეს ფაქტობრივად მკვდარია. ქადაგებები უნდა იგებოდეს კლასიკური ლიტერატურის გამოყენებით. მაგ. მიტევების დღე. წარმოიდგინეთ რა კარგად შეიძლება აქ ბარათაშვილის შემოქმედების გამოყენება და ა.შ. საბანისძე სრულიად გამოუყენებელია, რამდენადაც მევიცი. სუნამო სატანურია და არ შეიძლებაო -ანუ შიშველი შეგონება ეს ყველაზე უნაყოფო გზაა და მრევლის დამკარგველი. გავიაზროთ, რას გვირჩევს მამა გრიგოლ ხანძთელი თავის ანდერძში?…

  • giorgi says:

    ქეთევან, ფეისბუქი და საერთოდ ინტერნეტი გველების ბუდეა. ავადმყოფები არიან, ნებისმიერ რამეს მოისმენ და წაიკითხავ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი