მთავარი » საზოგადოება

12 მაისი მაღალმთიან აჭარაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.05.2018 | 716 ნახვა

ანდრია 12 მაისი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდით იყო გამორჩეული, მაგრამ ამ დღეს განსაკუთრებული ამინდი იყო აჭარის მაღალმთიანეთში, მზე არც აქ იყო, მაგრამ რწმენა ანათებდა… სხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და განსაკუთრებული სულიერებით განმსჭვალა ეს დღე, რომელიც ისედაც დიდი სულიერებით არის დატვირთული. სწორედ ამ დღიდან იწყება საქართველოს მართლმადიდებლური ისტორია როცა ანდრია პირველწოდებული მაღალმთიანი აჭარის სოფელ დიდაჭარაში შემოვიდა.

ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან დაიწყო ანდრიაობის, დიდაჭარობის აღნიშვნა, გაგრძელება სოფელ დიდაჭარაში მოჰყვა, სადაც დღესასწაულს ერთად აღნიშნავდნენ ადგილობრივები და მობრძანებული სტუმრები. სტუმრებს შორის იყვნენ: ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მართმადიდებელი ქართველები და მუსლიმი ქართველები. აქ, სადაც ისტორიას შეუკრებია ერი საზეიმოდ, ერთმანეთს ენაცვლებოდა გამომსვლელთა სიხარული, სიამაყე და ნაღველი, იმ წმინდა მიწიდან საიდანაც დაიწყო მოქცევა საქართველოსი, დღეს ერთად ზეიმობდნენ მართმადიდებლები და მუსლიმები ამ დღეს, ყველა თავისებურად, მაგრამ რწმენით.

ადგილობრივებმა როგორც ყოველთვის, წელსაც, გულღიად მიიღეს სტუმრები და თავისებურად, საზეიმო განწყობა შეუქმნეს სტუმრებს. ერთმანეთს ანაცვლებდა ფოლკლორული ნომრები, რომლებიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერის სიძველეს, ტრადიციულობასა და რწმენას. გამომსვლელთა გულიდან ამოსული სიტყვები, რომლებიც შეიძლება არ უნდოდათ ეთქვათ, მაგრამ ამ ადგილზე სხვანაირად, სხვა გრძნობით ვერ ილაპარაკებდნენ, აქ ბუნებასა და სულიერ აურას ვერ შეჰკადრებდნენ სხვას…

ერთი ისტორიული დღე შეემატა დიდაჭარობას, რომელმაც არაერთი ადამიანის გულსა და გონებაში ის კვანძი გამოკვანძა, რომელიც სულიერი ცხოვრების გასავლელად დაეხმარება, ხოლო მისი ნათელზე გამოტანა შთამომავლობას კითხვით ნიშნებს აარიდებს.

მელანო ებრალიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი