11 სექტემბერი – მძიმე მარხვის დღე
რამეთუ იროდის ეშინოდა იოანესი და იცოდა იგი,
რამეთუ კაცი მართალი და წმიდა არს, და სცვიდა
მას, და ისმინის მისი, და მრავალსა პატივსა
უყოფდა, და ჯეროვნად ისმენდა მისსა (მარკ.ვ, კ).
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.

“როდესაც ვინმე დაუახლოვდება მეფეს, და შეიძენს მეფის ყურადღებასა და წყალობასა, მაშინ იგი სცდილობს, რომ ისარგებლოს ამ შემთხვევით თავის გამდიდრებისა და ამაღლებისათვის; იგი სცდილობს, რომ ყოველთვის ასიამოვნოს მეფეს მოფერებითა, პირში ქებითა, არაოდეს არ ეტყვის მეფეს, რაც მას არ იამება; სამართალს იგი არ ეძებს, თუ არ იამება ხელმწიფეს. არა ესრედ მოიქცა ნეტარი იგი წინამორბედი იოანე. ხელმწიფის მოწყალება და ყურადღება მან თავის სასარგებლოდ არ მოიხმარა, მოფერებითა და ქებითა იგი თავს არ შეაყვარებდა მეფეს, არამედ პირდაპირ და უშიშრად უთხრა მას ყოველი სიმართლე. კარგად იცოდა იოანე ნათლისმცემელმა რა მტერობა და სიძულილი აღენთებოდა იროდის გულში, როდესაც იგი აგონებდა მეფე იროდის, რომ „არა ჯერ-არს შენდა, რათა ცოლად გესვას ძმის ცოლი შენი“; მაგრამ ამ შიშმა არ დაადუმა მისი ენა.”
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.