მთავარი » ქრისტიანობა

100 000 მოწამის დღე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.11.2018 | 819 ნახვა

პატრიარქი ა.წ. 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა 100 000 მოწამის პარაკლისი და დაესწრო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა _ ,,ბინული”, ,,ნართები”, ,,ფიროსმანი;” მომღერალმა _ ციური მჭედლიძემ, მსახიობმა _ ზვიად დოლიძემ და შემოქმედებითმა გაერთიანებამ _ ,,ეროვნული იმპერატივი”.

ღონისძიებას ესწრებოდენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი ბ-ნი კახი კალაძე, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

მისმა უწმინდესობამ, პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა მოსახლეობას 100 000 მოწამის დღე მიულოცეს.

,,ქართველებო, ჩვენ ვდგავართ წმინდა ადგილზე, წმინდა მიწაზე. ჩვენ ვდგავართ 100 000 ქართველის სისხლზე. შევთხოვთ უფალს, რომ 100 000 მოწამის ლოცვებით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო გადარჩება, რადგან საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი. იხარეთ ორთავ სოფელსა შინა“, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

წყარო: საქართველოს საპატრიარქო


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი