მთავარი » ქრისტიანობა

N 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ტაძარი იკურთხა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.08.2022 | 128 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) N10 პენიტენციურ დაწესებულებაში წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი აკურთხა.

ტაძრის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი ბ-ნი რატი ბრეგაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ბ-ნი ნიკა ცხვარაშვილი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), სასულიერო პირები და მონაზვნები.

გთავაზობთ მისი უწმინდესობის მილოცვას ამ დღესთან დაკავშირებით

“გულითადად მოგესალმებით მეათე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთ და მოგილოცავთ წმ.პანტეილემონ მკურნალის სახელობის უფლის ტაძრის აგებას, რისი სურვილიც თქვენ გასულ წელს გამოთქვით. დღეს კი ეკლესია უკვე მზად არის პირველი მსახურების ჩასატარებლად და სინანულისა და განწმენდის დიად საიდუმლოთა აღსასრულებლად. ყოველივე ეს თქვენს მონდომებასა და ღვთისადმი თქვენს სიყვარულზე ნათლად მეტყველებს.

უფალმა შეიწიროს ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც იღვაწა და ხელი შეუწყო ამ საქმის განხორციელებას.

ღმერთმა დალოცოს და ჯანმრთელობა მოჰმადლოს თითოეულ თქვენგანს, მსჯავრდებულთ, ციხის ადმინისტრაციას და მომსახურე პერსონალს.

ღმერთმა დალოცოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების ხელმძღვანელობა და მათი და პატიმრობაში მყოფთა ცხოვრება ღვთის გზით წარმართოს.”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

11.08.2022




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი