მთავარი » ქრისტიანობა

წმ. იოანე ნათლისმცემლის შობა – პატრიარქის ქადაგება (07.07.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.07.2017 | 950 ნახვა

წმ.იოანე ნათლისმცემელი 7 ივლისს, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ავჭალის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერში პარაკლისი გადაიხადა და მრევლს წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული მიულოცა.

“დღეს არის განსაკუთრებული დღე. ვდღესასწაულობთ შობას წმინდა იოანე ნათლისმცემლის, რომელიც არის რჩეული ადამიანთა შორის და დღეს შევთხოვთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ მშვიდობა, სიხარული, მთლიანობა აჩუქოს საქართველოს. წმ. იოანე ნათლისმცემელი განსაკუთრებული წმინდანია და დამხმარეა ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. გაჭირვებული ადამიანი მრავალია დედამიწაზე და შევთხოვთ წმ. იოანე ნათლისმცემელს, რომ იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა პარაკლისის დასრულების შემდეგ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრის მოძღვრები დალოცა და დააჯილდოვა. უწმინდესმა მადლობა გადაუხადა მონასტრის მოძღვრებს, წინამძღვარს დეკანოზ რევაზს დიდი შრომისათვის. ილია მეორემ დეკანოზი მიქაელი (ანდრიაძე) მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, დეკანოზი გურამ ბერძული კი – გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.