მთავარი » პოპულარული

პატრიარქის ქადაგება (21.07.2019)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.07.2019 | 2,051 ნახვა

21 ივლისს, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმ აილია მეორემ.

“ძალიან ხშირად ტაძარში ლოცვის დროს გვესმის სიტყვები: ,,შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დავიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა”. მახსენდება ჩემი სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდი. ლექტორი გვეუბნებოდა ჩვენ, რომ როცა ტაძარში მოისმენთ ამ ლოცვას (შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა), აუცილებლად პირჯვარი უნდა გადაიწეროთ და თქვენც ილოცოთ, რომ შეგეხოთ ეს მადლი, ღვთისაგან გამოსული. ბოლომდე ადამიანი ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან მომდინარეობს.

როცა ეკურთხება დიაკონი, მღვდელი ან ეპისკოპოსი, პატრიარქი ამბობს: (გარდამოვიდეს) ,,მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი” ე.ი ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა და ნაკლის აღმავსებელი. ეს არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის.

ჩვენს გულში, სულსა და გონებაში უნდა გვქონდეს ეს მადლი.

მე მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა: თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, იცოდე, არაფერი დაგიკარგავს, თუ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება შენ ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფი, მაგრამ თუ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაგიკარგავსო.

ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ამისგან, ღმერთმა ინებოს, რომ არ დავკარგოთ მადლი ღვთისა.

დალოცვილი იყავით. გახარებული იყავით. ვინც მოიპოვებს მადლსა ღვთისასა, ის მოიპოვებს სიყვარულს, ის მოიპოვებს სიხარულს. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია ყველაფერი სულიერ ცხოვრებაში. დალოცვილი იყავით. მადლმა ღვთისამ არასოდეს დაგტოვოთ თქვენ და საქართველო.

ჩვენთან არს ღმერთი!




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი