მთავარი » კულტურა

“მიყვარს გულღია და უბოროტო სიცილი, მე ხომ მზე დამაქვს ხურჯინით”…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.08.2021 | 2,956 ნახვა

საზოგადოებრივ-რელიგიური და შემეცნებითი ინტერნეტჟურნალი “ამბიონი“ გაგაცნობთ არაჩვეულებრივ და ძალიან საინტერესო თვითნასწავლ მხატვარს – მანჩო პატაშურს. იგი დაიბადა 1959 წლის 1 ივლისს ქ. მცხეთაში.

-მანჩო, მოგვიყევით თქვენზე…

-პროფესიით მხატვარი ვარ, მაგრამ ჩემგან არ შედგა მხატვარი. საერთოდ აღარ დამიხატავს და დავეუფლე სტილისტის ხელოვნებას, რომელიც ჩემს სულთან ახლოს იყო და ხელოვნების სიყვარული სტილისტობაში  ჩავაქსოვე.

-მანჩო, რამდენი ხანია ხატავთ?

-მას, შემდეგ რაც კორონას მსხვერპლი აღმოვჩნდი, :) ჩემში მიძინებულმა ემოციამ –   ხატვის სიყვარულმა ერთიანად იფეთქა და ჩემი სულის ამოძახილი ფურცლებზე მიმოფანტა უამრავ ფერად. ხატვისას ვუსმენ კლასიკას, მიყვარს გემოვნებიანი მუსიკა და ვუსმენ ყველაფერს. მუსიკა ჩემი შთაგონების წყაროა.

-რას ხატავთ უფრო ხშირად?

– ვხატავ  იმას, რაც იმ წუთას  შინაგანად მახარებს,  ან მტკივა. ჩემი ნახატები მომღიმარიც კი სევდიანია, ვერ გავექეცი სულს, სადაც დიდი სევდაა. თუმცა მიყვარს მზე, აპრილები, გაზაფხული და სიყვარულზეც კი შეყვარებული ვარ. მიყვარს ყველა და ეს მაბედნიერებს.

-თქვენი საყვარელი მხატვარი?

-მიყვარს მოდილაინი, პიკასო, რენუარი, მონე. და ყველას ვერ ჩამოვთვლი.

-ხატვისას რომელ მიმდინარეობას ირჩევთ?

-ჯერ კიდევ ძიებაში ვარ და ვერ ვიპოვე სტილი, მიმდინარეობა. თითქოს მომწონს სხვადასხვა სტილში ხატვა. ჯერ ძიებაში ვარ და ეს ძიებაა, სწორედ ღამეებს რომ მათენებინებს. დღეს მოდილიანის სტილს ვირჩევ, ხან აბსტრაქციას, ხან კლასიკას და ეს უფრო საინტერესოა. თანდათან ჩამოვყალიბდები მხატვრად…

-რა გაბედნიერებთ?

-მიყვარს, როცა სხვას ვახარებ და მათ გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ, მიყვარს სიუპრიზების გაკეთება, თითქმის ვცხოვრობ სხვისი სიხარულით. მეშინია სიმარტოვის, იმედგაცრუების, ტყუილის. ვპატიობ ყველას ყველაფერს. ერთი ტკბილი სიტყვა მყოფნის, თუმცა ვცდილობ არავის ვატკინო გული, ან ვაწყენინო, მე ხომ ყველა მიყვარს.

მანჩო, თავის თავს ასე გვიხასიათებს…

-ვგრძნობ, რომ ჩემ ირგვლივ ყველას ვუყვარვარ და გვერდში მიდგანან. ეს მაბედნიერებს. ვტირი, როცა სიკეთეს აკეთებენ, მეც სულ იმას ვფიქრობ ვინ გავახარო, განვიცდი როცა გაჭირვებულს, ავადმყოფს ვერ ვშველი, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. სულ ვიცინი – სულ ბედნიერი ვარ, ამას ხშირად სხვების დასანახად ვაკეთებ, რომ არ დაინახონ გულში ჩემი ტკივილი და სევდა, თუმცა მაინც მიყვარს გულღია და უბოროტო სიცილი, მე ხომ მზე დამაქვს ხურჯინით.

ვ ი მ ა ხ ს ო ვ რ ე ბ – ულამაზეს დღეებს, წუთებს, მოგონებებს, ფოტოებს და მათ მოგონებების სკივრში ვალაგებ. მ ე ს ი ზ მ რ ე ბ ა – ჩემი სოფელი ხევშა (ფასანაურში), მამის საფლავი. იქ ყოველი კუთხე კუნჭული, ხე, ფოთოლი მიყვარს. მ ს ი ა მ ო ვ ნ ე ბ ს – მეგობრებთან ერთად ყოფნა ხშირად დავდივართ ლაშქრობაში. ვ ფ ი ქ რ ო ბ – მინდა მშვიდობა იყოს ყველგან და განვიცდი რატომ სძულთ ერთმანეთი ადამიანებს, მწამს – ღმერთის….

ინტერნეტჟურნალი “ამბიონი“  მანჩოს წარმატებებს უსურვებს თავის პროფესიულ საქმიანობაში.

p. s. და ბოლოს გთავაზობთ ამონარიდს მისი პოეზიიდან:

ვხატავ ნანგრევებს ვესაუბრები…..

და ძველ ჭრილობებს ვუფარავ ფუნჯით……

ფერებო ჩემო ნუ მეურჩებით…..

ნუღარ ხართ მუნჯი….

მე მხატვარი ვარ. ეს მაბედნიერებს…

                   




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი