მთავარი » ქრისტიანობა

მთავარანგელოზთა ლოცვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.09.2017 | 11,427 ნახვა

მთავარანგელოზები

ორშაბათი

წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, მაშორე შენი ელვისებური ხმლით მაცდური ბოროტი სული: ჰოი, დიდო არქისტრატო ღვთისაო მიქაელ ბოროტ სულთა მძლეველო, სძლიე და შემუსრე ხილული და უხილავი ყველა ჩემი მტერი და ევედრე ყოვლის მპყრობელ უფალს გვიხსნას და დაგვიფაროს ჩვენ ყოველი ურვისა, ყოველგვარი სენისა და სიკვდიდ-შემოსილისა წყლულებისა და ამაო სიკვდილისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სამშაბათი

წმიდაო მთავარანგელოზო გაბრიელ, ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისათვის ციდან გამომთქმელი სიხარულის მომტანო, სიხარულითა და მხიარულებით აღავსე სიამაყით ნატკენი ჩემი გული.

ჰოი, არქისტრატო გაბრიელ, შენ, უწმინდესი ქალწულის ღვთისშვილის მახარობელო, შენ მაუწყე მე ცოდვილსა დღე საშინელი სიკვდილისა და ევედრე უფალსა ღმერთსა ჩემი ცოდვილი სულისათვის, რათა მომიტევოს ცოდვები ჩემი და ნუ დამაკავებენ მე ეშმაკნი საზვერეებში ჩემი ცოდვებისათვის.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ, დამიცევ მე ყოველი უბედურებისაგან და მძიმე ავადმყოფობისაგან. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ოთხშაბათი

ჰოი, დიდო არქისტრატო ღვთისაო რაფაელ, უფლისაგან სნეულებათა მკურნებელი ძალის ბოძებულო, განკურნე ჩემი გულის უკურნებელი წყლულებანი და ხორცთა ჩემთა ყველა სნეულებანი.
ჰოი, დიდო არქისტრატო უფლისაო რაფაელ, შენ ხარ მეგზური ექიმი და მკურნალი: გვიხელმძღვანელე ჩვენ, რათა გიხსნეთ და განკურნე სულიერი და ხორციელი ყველა სნეულებანი ჩვენი, მიგვიყვანე უფლის საკურთხეველთან და შეევედრე მას, მის სახიერებას, ჩემი ცოდვილი სულისათვის, რათა მოგვიტეოს და დაგვიფაროს ჩვენ ცოდვილნი, მტერისა და ბოროტი კაცისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ხუთშაბათი

წმინდაო მთავარანგელოზო ღვთისაო ურიელ, სიუხვით აღვსილი, მხურვალე სიყვარულით, მგზნებარე სულით და ღვთიური ნათლით გაცისკროვნებული, სტყორცნე ცეცხლოვანი ალის ნაპერწკალი ჩემს გულქვა, გაციებულ გულს და სნეულ სულს და შენი ნათლით გააცისკროვნე.

ჰოი, დიდო არქისტრატო ღვთისაო ურიელ, შენ ხარ ღვთიური ცეცხლის ნათელი და განმანათლებელი ცოდვილთა. განმინათლე გონება, გული, სული ჩემი, ნებისყოფა ჩემი და წმინდა სულით, დამაყენე მე სინანულის გზაზე და ევედრე უფალსა ღმერთსა, რათა მიხსნას საშინელი ჯოჯოხეთისაგან და ყოველი ხილული მტრისა და ძალისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

პარასკევი

წმინდაო მთავარანგელოზო ღვთისაო სელაფიელ, მოგვმადლე და გვასწავლე ლოცვა, მყავ მლოცველი ღრმა გულისყურით, ლმობიერი, თავმდაბალი, მჭუნვარე გულით.

ჰოი, დიდო არქისტრატო სელაფიელ, მორწმუნეთათვის ღვთის წინაშე მეოხ გვეყავ, ევედრე მის სახიერებას, რათა მიხსნას მე ცოდვილი ყოველი უბედურებისაგან, ურვისა, სნეულებისა და მუდმივი ტანჯვისაგან და დაგვიმკვიდროს ცათა სასუფეველი წმიდათა შორის. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

შაბათი

წმინდაო მთავარანგელოზო ღვთისაო იეგუდიელ, ქრისტეს გზაზე მოღვაწეთათვის მარად მსწრაფშემწეო, აღმაგზნე მძიმე სიზარმაცის წინააღმდეგ და კეთილი გმირობით გამაძლიერე მე.

ჰოი, დიდო არქისტრატო ღვთისაო იეგუდიელ, შენ უფლის დიდების მცველო წმიდა სამებისადმი ქება-დიდების აღმგზნებელო, განმიღვიძე სურვილი მე ზარმაცს, რათა ვადიდო მამა და ძე და სული წმიდა და ევედრე ყოვლისმპყრობელ უფალს დააფუძნოს ჩემში გული წმიდა და სული წრფელი, განმიახლოს გვამსა ჩემსა სულითა მეუფეობითა მისთა და დამამტკიცოს, რათა თაყვანსა ვცემდე ჭეშმარიტი სულითა: მამასა, ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

კვირა

წმიდაო მთავარანგელოზო ღვთისაო ვარაქიელ, უფლისაგან ლოცვა კურთხევის მომტანო, მაკურთხე, მე რათა დასაბამ ჩავუყარო სიკეთეს, ჩემი დაუდევარი ცხოვრების გამოსასწორებლად და ყოვლად სათნო ვეყო უფალს, ჩემს მხსნელს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი