მთავარი » ეკლესია-მონასტრები, კულტურა

სურამის “ამაღლების” ეკლესიის რეაბილიტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.08.2019 | 138 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაბა სურამში დასრულდა „ამაღლების“ (კვართისა) სახელობის დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი.

ფიზიკური სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო, საკულტო ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული წყობების დადგენილი მეთოდოლოგიით რესტავრაციას ითვალისწინებდა. ეკლესიის ოთხივე ფასადიდან მოიხსნა მეოცე საუკუნის 80–იან წლებში შესრულებული ცემენტის ნალესობა. ცემენტის ხსნარისგან გაწმენდილი ქვებთაშორისი ღიობები კირხსნარით ამოილესა და გამაგრდა. გამოიცვალა ნაგებობის გადახურვა. ძველი, სრულად ამორტიზებული ხის გადახურვა, ხის ახალი კონსტრუქციითა და ფენილით ჩანაცვლდა, რომელზეც თუნუქის ლორფინის იმიტაციის სახურავი მოეწყო. გასუფთავდა, ნესტის საწინააღმდეგო საშუალებებით დამუშავდა და კირხსნარის ფენით ახლიდან გადაილესა ეკლესიის კამარა. ნაგებობის კედლების ზედა ნაწილებიდან მოხსნილი კუსტარულად ნაშენი აგურისა და ბლოკის მონაკვეთები შესაფერისი ქვის წყობით ამოშენდა და ნიჩბისის ქვის თარო კარნიზით მოეწყო.

პირვანდელ ზომებში აღდგა ეკლესიის ფრონტონები და გრძივი კედლები. „ამაღლების“ სახელობის დარბაზულ ეკლესიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით სარეტავრაციო სამუშაოები ი/მ პაატა ბასიშვილმა განახორციელა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი