როგორ გავაშენოთ ჟოლოს ბაღი?

ჟოლო უნდა გაშენდეს გვიან შემოდგომაზე, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან ყინვების დაწყებამდე ან ადრე გაზაფხულზე მარტში ან აპრილის დასაწყისში.
გაშენების ოპტიმალური სქემაა 2.5 – 3.0 მ X 0.5 – 0.6 მ. ნერგის დარგვისას კეთდება 30-40 სმ სიღრმის 50-60 სმ სიგანის კვალი (ტრანშეა), სადაც ხდება ნერგის დარგვა. არ შეიძლება დარგვის პროცესში ფესვების გამოშრობა. დარგვამდე ნერგები სველი ტილოს (სატომრე ქსოვილი) ქსოვილით იფარება, რათა დაცული იყოს მზისა და ქარის ზეგავლენისგან.
ნერგი ირგვება ისე, რომ ფესვის ყელი 2-3 სმ-ით დაბლა აღმოჩნდეს ნიადაგის ზედაპირიდან. ნერგის გარშემო ნიადაგი უნდა დაიტკეპნოს და მოირწყოს. ნერგი გადაიჭრება ნიადაგის ზედაპირიდან 10-12 სმ-ზე. ამ დროს ძალიან ეფექტურია მულჩის 6-8 სმ ფენის გამოყენება.
მულჩად გამოიყენება ტორფი, გადამწვარი ნაკელი, კომპოსტი, ნამჯა ან ნახერხი. დარგვის პერიოდში არ არის რეკომენდირებული სასუქების გამოყენება. მიმდინარე წელს აზოტიანი სასუქი ივნისის შუა რიცხვებში შეაქვთ, ხოლო კომპლექსური სასუქების შეტანა შემდეგი წლის გაზაფხულზე უნდა მოხდეს.
დარგვიდან პირველ წელს მნიშვნელოვანია მცენარის ფესვის გაძლიერება. ამიტომ, დარგვის წელს მცენარეს ყვავილობის და ნაყოფის მოსხმის საშუალება არ უნდა მიეცეს. იმავე წელს ბაღში 3-4-ჯერ ტარდება ნიადაგის გაფხვიერება და სარეველების გამარგვლა-განადგურება.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.