ისტორიულ ტაო-კლარჯეთში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) მდებარე იშხნისა და ოშკის ტაძრებს ქართველი სპეციალისტების თანამონაწილეობით რესტავრაცია ჩაუტარდებათ.
შეთანხმება თურქეთში მყოფი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკოლოზ რურუასა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს, ერთუღრულ უნაის შორის მოხდა. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ, უახლოეს მომავალში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურის ძეგლების რესტავრაციაც დაიწყება.
“ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს შორის მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა არსებობს და გვსურს, ეს თანამშრომლობა გავაღრმავოთ კულტურისა და ტურიზმის სფეროში. ორივე ქვეყანაში არის კულტურული ძეგლები. წლების განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკება მათი რესტავრაციის შესახებ და დღეს უკვე კონკრეტულ შედეგამდე მივედით.

საქართველოს მხარე თანახმაა, აზიზეის მეჩეთისთვის გამოგვიყოს ადგილი, სადაც ჩვენ ახალ მეჩეთს ავაშენებთ, როგორც მინისტრთან საუბრისას შევთანხმდით. ახალციხეში კი რესტავრაცია ჩაუტარდება აჰმედის კომპლექსს. სამუშაოს ქართული მხარე უზრუნველყოფს, თურქი სპეციალისტების დახმარებით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას აღვადგინოთ იშხანი და ოშკი ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობითა და დახმარებით,”- აღნიშნა თურქმა მინისტრმა ერთუღრულ უნაიმ.
ამასთანავე, თურქი მინისტრის ინფორმაციით, ქართულიდან თურქულად და თურქულიდან ქართულად 2 ქვეყნის ლიტერატურული ნიმუშები ითარგმნება, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოში თურქული კინოს კვირეული კი უახლოეს მომავალში გაიმართება.
წმიდა სინოდმა ID ბარათებთან დაკავშირებით 2011 წლის 20 დეკემბერს იმსჯელა და განაჩინა: საკითხის შესასწავლად შექმნილიყო კომისია ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბასა (გიგიბერია) და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) …
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ მეორე ნაბიჯი საქართველოში არსებული ექვსი სომხური ეკლესიის სომხეთისათვის დაბრუნება იქნება
“საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც თბილისში მდებარე სომხური ეკლესია სურბ-ნშანის კუთვნილება სადავოდ არის წარმოჩენილი, გაუგებრობას იწვევს. მსგავსი განცხადება ძნელად …
“მოქცევაი ქართლისაი”
ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა.
27 იანვარი წმიდა ნინოს გარდაცვალების დღეა და ამ …
ილია ჭავჭავაძე
14 იანვარი (ახ.სტ. 27 იანვარი) ყოვლად სადიდებელი დღეა ყოველისა ქართველისათვის. ამ დღესა უქმობს, ამ დღესა დღესასწაულობს საქართველოს ერი და ეს დღეა დღე მიცვალებისა ჩვენის განმანათლებლის მოციქულთა სწორის წმიდა ნინოსი! ამ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვდომილს …
გარდაცვლილთა სულები მას შემდეგ დაიმკვიდრებენ საბოლოო ადგილსამყოფელს, როდესაც უფლის მეორედ მოსვლა მოხდება და საყოველთაოდ განიკითხება ყოველი ადამიანი.
სიკვდილის შემდეგ ცოდვილთა ტანჯვა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მოაკლდებიან ზეციურ სასუფეველში მართალთათვის მომზადებულ ზეციურ მადლს. მართალთა სულები ცათა …
“ამბიონს” მანგლის-წალკის ეპარქიის მმართველი, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ესაუბრა:
“ქართველ ერს (კავკასიაში რუსების გამოჩენამდე) მუდამ გააჩნდა თავისი სახელმწიფო და არსებობდა კიდეც ათასწლეულთა მანძილზე სახელმწიფოებრივი ცხოვრებით. იბერიის, ანუ საქართველოს სახელმწიფოს შესახებ მრავალ ცნობას გვაწვდიან …
ბოლო დროს საქართველოში წმიდა მატრონას სახელობის მონასტრის სახელით იყიდება ცომი (ან პური). საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებს, გამოიჩინოს სიფხიზლე და არ მიიღოს ამ საეჭვო წარმომავლობის ცომეული.
საქართველოს საპატრიარქო: “როგორც შეგვატყობინეს, საქართველოს ტერიტორიაზე (უმეტესად თბილისში) ვრცელდება ცომი …
ელენე ახვლედიანის ნამუშევრები სინაზით, მდიდარი ფერადოვნებითა და რომანტიულობით გამოირჩევიან. ასეთი სურათების ავტორი სითამამითა და ექსცენტრიულობით, ნოვატორული იდეებითა და მდიდარი ფანტაზიის მქონე გამორჩეული ქალბატონი გახლდათ. როდესაც გიმნაზიაში ყველა გოგონა გადაწეული თმითა და ნაწნავებით დადიოდა, ელიჩკა …
2012 წელს ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა კულტურულ მემკვიდრეობის სფეროში, ბაგრატის ტაძრის სრული რეაბილიტაცია გახლავთ.
აღდგენილი ბაგრატის ტაძრის გახსნის ღონისძიება 2012 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
2005-2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა ბაგრატის ტაძრის …
“კულტურის ძეგლის დაცვითი ზონის შიგნით გადაგეგმარება დაუშვებელია…”
სოლოლაკის აღმოსავლეთ ქედზე მდებარე თბილისის უძველესი ციხესიმაგრე მე-4 საუკუნეში დაფუძნდა.
“სახელწოდება ნარიყალა პირველად XVIII აუკუნეში გაჩნდა (მონღოლურად “ნარინ” – მცირე, “ყალა” – ციხე), მანამდე მას კალას ციხეს უწოდებდნენ.
VI საუკუნიდან მოყოლებული …
ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:
“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ახალი წლის დღეებში, თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, რომელიც არ არის მოქმედი და რომელსაც სომხები “სურბ ნშან”-ს უწოდებენ, …
“ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! დღეს მივემგზავრები გერმანიაში, ბერლინში. იქ უნდა გამსინჯონ ექიმებმა. თქვენი ლოცვების იმედით მივდივარ. ილოცეთ ჩვენთვის, ჯვარი გეწეროთ და მშვიდობა მოგცეთ უფალმა!”- ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს …
